ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს ამ თავის მიზნებისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საჯარო დაწესებულება – ადმინისტრაციული ორგანო, სახელმწიფო ან მუნიციპალური ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ასეთი დაფინანსების ფარგლებში;
ბ) კოლეგიური საჯარო დაწესებულება – საჯარო დაწესებულება, რომლის ხელმძღვანელი ან სათათბირო ორგანო ერთზე მეტი პირისაგან შედგება და რომელშიც გადაწყვეტილებებს ერთზე მეტი პირი ერთობლივად იღებს ან ამზადებს;
გ) კოლეგიური საჯარო დაწესებულების წევრი – საჯარო მოსამსახურე, რომელიც ხმის უფლებით მონაწილეობს კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში ან მომზადებაში;
დ) თანამდებობის პირი – „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი;
ე) სხდომა – საჯარო დაწესებულების სახელით გადაწყვეტილების მიღების ან ამ გადაწყვეტილების მომზადების მიზნით დაწესებულების წევრთა მიერ საკითხის განხილვა;
ვ) გამოქვეყნება – კანონით დადგენილი წესით საჯარო რეესტრში საჯარო ინფორმაციის შეტანა და საჯარო ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ასევე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება;
ზ) საჯარო მონაცემთა ბაზა – საჯარო დაწესებულების ან საჯარო მოსამსახურის მიერ სისტემურად შეგროვებული, დამუშავებული და შენახული მონაცემები;
თ) (ამოღებულია – 25.05.2012, №6327);
ი) აღმასრულებელი პრივილეგია – საჯარო დაწესებულებებისა და საჯარო მოსამსახურეების გათავისუფლება ამ თავით გათვალისწინებული მოვალეობებისაგან;
კ) გადაუდებელი აუცილებლობა – კანონმდებლობის დარღვევის საშიშროება ან ვითარება, როდესაც დემოკრატიულ საზოგადოებაში რეალური საფრთხე ექმნება საჯარო დაწესებულებების ფუნქციონირებას;
ლ) პროაქტიული გამოქვეყნება − შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულების მიერ საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის ელექტრონულ რესურსებზე განთავსება.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6327 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 27
ოქტომბრის კანონი
№4355
- ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21
დეკემბრის კანონი
№159
- ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6880 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2223 – ვებგვერდი, 15.12.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 30.11.2022 კანონი №2223
- 15.07.2020 კანონი №6880
- 21.12.2016 კანონი №159
- 27.10.2015 კანონი №4355
- 25.05.2012 კანონი №6327
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(49)
- საქმე №ბს-708(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.10.2024
…სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად. თანამდებობის პირის, აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის პერსონალური მონაცემები საჯაროა. ამავე კოდექსის 27-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია), თანამდებობის პირი არის „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი.
- საქმე №ბს-41(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2024
კასატორები მიუთითებენ “საჯარო რეესტრის” შესახებ საქართველოს კანონის 29-ე, 27-ე მუხლებზე და განმარტავენ, რომ მოცემული ნორმებით დადგენილია მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების და შესაბამისად, ძალაში შესვლის სპეციალური წესი, რომელსაც უპირატესობა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ზოგად წესთან მიმართებაში.
- საქმე №ბს-122(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.12.2023
კასატორი აღნიშნავს, რომ საჯარო დაწესებულების სზაკ-ის 27-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში ასახული განმარტება (საჯარო დაწესებულება – ადმინისტრაციული ორგანო, სახელმწიფო ან მუნიციპალური ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო…
- საქმე №ბს-314(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2023
…ნაწილის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საჯარო დაწესებულება არის ადმინისტრაციული ორგანო, სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ასეთი დაფინანსების ფარგლებში.
- საქმე №ბს-751(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.11.2022
…დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. აღნიშნული კოდექსის 27-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საჯარო დაწესებულება არის ადმინისტრაციული ორგანო, სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ასეთი დაფინანსების ფარგლებში.
- საქმე №ბს-118(კს-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.06.2022
- საქმე №ბს-499(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.06.2022
- საქმე №ბს-962(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2021
- საქმე №ბს-1037(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2020
- საქმე №ბს-1020(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2019
- საქმე №ბს-936-932(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.03.2018
- საქმე №ბს-284-282(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.06.2017
- საქმე №ბს-49-48(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.06.2016
- საქმე №ბს-425-418(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.04.2016
- საქმე №ბს-403-398(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2015
- საქმე №ბს-527-518(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2013
- საქმე №ბს-586-576(2კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.12.2012
- საქმე №ბს-449-444(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.11.2012
- საქმე №ბს-1278-1240(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.07.2010
- საქმე №ბს-1435-1393(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.02.2009
- საქმე №ბს-411-395(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.07.2008
- საქმე №ბს-30-30(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.06.2008
- საქმე №ბს-1061-1012(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.06.2007
- საქმე №ბს-100-94(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2007
- საქმე №ბს-333-317(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.10.2006
- საქმე №ბს-102-289-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2003
- საქმე №3გ-ად-147-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2003
- საქმე №010310017001970606 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 12.09.2019
- საქმე №330310016001521465 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 29.03.2018
- საქმე №330310019002971210 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.02.2020
- საქმე №330310018002416646 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.11.2019
- საქმე №080310019002948285 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 29.10.2019
- საქმე №030310018002659362 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 29.08.2019
- საქმე №330310018002529275 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.02.2019
- საქმე №330310016001601250 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.11.2018
- საქმე №330310114535605 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.06.2018
- საქმე №160310017001798209 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.03.2018
- საქმე №010310017001970606 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 15.02.2018
- საქმე №330310016001559475 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.02.2018
- საქმე №330310019003173488 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.03.2020
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 49-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება