1. საზოგადოებრივ ექსპერტად ჩაითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი სამეცნიერო-საკონსულტაციო (საექსპერტო) ორგანოები. ექსპერტად ჩაითვლება აგრეთვე საზოგადოებრივი საექსპერტო დაწესებულების წევრი.
2. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიმართოს საექსპერტო დაწესებულებას ან საზოგადოებრივ ექსპერტს საექსპერტო დასკვნისათვის.
3. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წარუდგინოს ექსპერტს საექსპერტო დასკვნისათვის აუცილებელი ინფორმაცია.
4. საზოგადოებრივი ექსპერტი ვალდებულია თავისი დასკვნა წარადგინოს კანონის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
5. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, საზოგადოებრივი ექსპერტის მიერ ვადის გაშვებამ არ შეიძლება დააბრკოლოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
6. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე დასკვნის წარმდგენი ექსპერტის ვინაობა აღინიშნება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
7. იმ ექსპერტთა ვინაობა, რომლებიც უზრუნველყოფენ სამეცნიერო საგრანტო, აგრეთვე ინოვაციური პროექტის დაფინანსების კონკურსის/კონკურსების ფარგლებში წარდგენილი პროექტების შეფასებას, კონფიდენციალურია.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №1046 - ვებგვერდი, 27.0
.2017
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(32)
- საქმე №ბს-491(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2026
სადავო წერილში ადმინისტრაციული ორგანო უთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, ასევე მე-16 მუხლის 1-ელ და 21 მუხლებზე, თუმცა არ ასახელებს უარის თქმის კონკრეტულ საფუძვლებს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ საქართველოს რკინიგზის მიერ 24.05.2023 წელს გაცემულ №2219 საარქივო ცნობაზე, რომლის თანახმად ზ.
- საქმე №ბს-796(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.12.2025
ასეთი გარემოების გამოვლენა, მათ შორის, უცხოელის იმგვარი საქმიანობა, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იწვევს საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტას (შდრ.
- საქმე №ბს-371(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.12.2025
ასეთი გარემოების გამოვლენა, მათ შორის, უცხოელის იმგვარი საქმიანობა, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იწვევს საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტას (შდრ.
- საქმე №ბს-1046(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.10.2025
ამის შემდგომ, პატაკის დაწერის დღესვე (2019 წლის 23 სექტემბერი) მან ხელი მოაწერა გასაუბრების ფურცელს, სადაც მითითებულია, რომ გასაუბრება მოსარჩელის შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ჩატარდა, „სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის თანახმად. ამასთანავე, მისთვის დასმულ შეკითხვებს, თუ რა პრეტენზიები/თხოვნები ჰქონდა მეთაურთან ჯარიდან დათხოვნასთან დაკავშირებით, მოსარჩელის მიერ გაეცა პასუხი - „არანაირი“.
- საქმე №ბს-684(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.02.2023
ექსპერტთა ვინაობა, როგორც ამას ითვალისწინებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 21-ე მუხლის მე-6 ნაწილი, უნდა იქნეს მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში.
- საქმე №ბს-1010(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.10.2021
- საქმე №ბს-1012(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.06.2019
- საქმე №ბს-178-177(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2016
- საქმე №ბს-270-255(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2007
- საქმე №ბს-162-151(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2007
- საქმე №ას-353-649-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.06.2004
- საქმე №3გ-ად-327-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2003
- საქმე №330310017002169234 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 20.06.2019
- საქმე №330310017002193815 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.06.2019
- საქმე №190310516001459281 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.03.2019
- საქმე №050310018002301500 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 18.03.2019
- საქმე №330310013355600 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.12.2018
- საქმე №330310016001602804 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.04.2018
- საქმე №330310019003149122 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.03.2020
- საქმე №050310019003137541 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 16.01.2020
- საქმე №340310015001062359 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 08.11.2019
- საქმე №050310118002743973 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 30.10.2019
- საქმე №111310119002962859 · ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლო · 05.07.2019
- საქმე №100310019002906078 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 20.06.2019
- საქმე №330310018002441456 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.03.2019
- საქმე №330310018002264263 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 21.02.2019
- საქმე №120310017002028815 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 31.01.2019
- საქმე №340310016001503689 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 07.12.2018
- საქმე №240310017001853805 · სენაკის რაიონული სასამართლო · 15.11.2018
- საქმე №240310017001873420 · სენაკის რაიონული სასამართლო · 15.11.2018
- საქმე №330310017002201215 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 09.08.2018
- საქმე №150310017002116607 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 23.03.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება