1. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია არ აღმოუჩინოს სამართლებრივი დახმარება, თუ:
ა) ეს სცილდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს;
ბ) სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა ზიანს აყენებს სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის ინტერესებს ანდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონით დაკისრებულ ვალდებულებათა განხორციელებას.
2. თუ ადმინისტრაციული ორგანო უარს აცხადებს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე, იგი ვალდებულია 3 დღის ვადაში წერილობით აცნობოს ამის შესახებ იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც თხოვნით მიმართა მას.
3. ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის დავას სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ წყვეტს საერთო ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ასეთის არარსებობისას – სასამართლო.
4. სარჩელი სასამართლოს წარედგინება მხოლოდ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ზემდგომი ორგანოსაგან სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე წერილობითი უარის მიღების შემდეგ.
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1698 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.181
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6880 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6880
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(15)
- საქმე №ბს-159(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.06.2025
სააპელაციო პალატამ მოიხმო საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი, სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის მე-10 მუხლის 1-ლი ნაწილი, III თავი (27-50 მუხ.), 28-ე მუხლის 1-ლი და მე-2…
- საქმე №ბს-631(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.04.2023
…- სასამართლოს. სააპელაციო პალატის მითითება, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნა სააგენტოს აძლევდა ბ. ა. ფ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესაძლებლობას, არ ასაბუთებს სადავო აქტის მართლზომიერებას. კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და გ“ ქვეპუნქტების დანაწესი, რომ სააგენტოს შეუძლია უარი თქვას ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, უკეთუ არსებობს უფლებამოსილი…
- საქმე №ბს-328(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2021
კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-7, მე-18 მუხლებზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ გ.
- საქმე №ბს-687-680(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2017
„სააღსრუელბო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლში მოცემულია სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირთა ჩამონათვალი, ხოლო მე-18 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებულია კრედიტორისა და მოვალის უფლებამოსილებანი და სააღსრულებო საქმის მასალების გაცნობა და მათი ასლების გადაცემის წესი.
- საქმე №ბს-132-123(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.07.2007
კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მე-6 მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე არასწორად განმარტა იმავე კოდექსის მე-18 მუხლი და 26-ე მუხლის მე-4 ნაწილი, შ. გ-ა აღადგინა საინფორმაციო პროგრამა “...-ის” მთავარი...-ის თანამდებობაზე, მაშინ, როდესაც სსიპ “საზოგადოებრივი…
- საქმე №ბს-391-313-კ-05 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.06.2005
- საქმე №330310019003020236 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.11.2019
- საქმე №330310019002968336 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.11.2019
- საქმე №330310019002913672 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.10.2019
- საქმე №010310018002253139 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 16.04.2019
- საქმე №330310117001970327 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.03.2019
- საქმე №330310019003149122 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.03.2020
- საქმე №330310019002838751 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.06.2019
- საქმე №330310019002819858 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.03.2019
- საქმე №010310018002253139 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 19.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება