1. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დაამოწმოს მის მიერ ან მისი ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტების ან სხვა დოკუმენტების ასლები, თუ დედანის და ასლის შინაარსი შეესაბამება ერთმანეთს.
2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო წესით დამოწმებული და გამოცემული დოკუმენტების ასლებს აქვთ ოფიციალური ძალა და ადასტურებენ დედანთან იგივეობას.
3. არ შეიძლება დამოწმდეს დოკუმენტი, რომლის შინაარსი შეცვლილია ან დარღვეულია მისი მთლიანობა.
4. დოკუმენტის დამოწმების დროს შედგება დამოწმების ფურცელი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) დოკუმენტის ზუსტ დასახელებას;
ბ) ასლის დედანთან შესაბამისობის დადასტურებას;
გ) დამოწმების დროსა და ადგილს;
დ) პასუხისმგებელი თანამდებობის პირის ხელმოწერას, სამსახურებრივ ბეჭედს.
5. დამოწმებული ასლის ყოველ გვერდს უნდა დაესვას სამსახურებრივი ბეჭედი და ჰქონდეს პასუხისმგებელი თანამდებობის პირის ხელმოწერა.
6. ადმინისტრაციული აქტის ან სხვა დოკუმენტის დამოწმება დადგენილი წესით რეგისტრირებული უნდა იქნეს ადმინისტრაციულ ორგანოშ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(21)
- საქმე №ას-1306-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2024
ამავე დასკვნამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებული ასლის ყოველ გვერდს უნდა დაესვას სამსახურებრივი ბეჭედი და ჰქონდეს პასუხისმგებელი თანამდებობის პირის ხელმოწერა.
- საქმე №ბს-281(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2022
…შედეგად ბიურო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ; ბ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ. ამავე კანონის მე-20 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირი ჯარიმდება 1000 ლარით, რის შესახებაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება.
- საქმე №ბს-266(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.06.2020
…შედეგად ბიურო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: (ა) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ; (ბ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ. ამავე კანონის მე-20 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირი ჯარიმდება - 1000 ლარით, რის შესახებაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება.
- საქმე №ბს-569-559(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.04.2013
სასამართლო მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-20 მუხლზე. მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო წესით დამოწმებული და გამოცემული დოკუმენტების ასლებს აქვთ ოფიციალური ძალა და ადასტურებენ დედანთან იგივეობას.
- საქმე №ბს-1654-1608(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.03.2009
აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილი იყო ასლების სახით, თუმცა არ იყო დამოწმებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და მე-20 მუხლების შესაბამისად. ამდენად, აღნიშნულ დოკუმენტებს არ ჰქონდათ იურიდიული ძალა. სასამართლომ განმარტა, რომ დეკლარანტი _ საბაჟო დეკლარაციის შემვსები პირი შეიძლებოდა…
- საქმე №ბს-984-948(კს-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2008
- საქმე №ბს-548-526(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.11.2008
- საქმე №ბს-88-83(კ-კს-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.10.2007
- საქმე №ბს-1197-772(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.07.2007
- საქმე №ბს-162-151(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2007
- საქმე №486-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.12.2003
- საქმე №ბს-102-289-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2003
- საქმე №3გ-ად-205-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.12.2002
- საქმე №330310018002404094 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.05.2019
- საქმე №330310117002189303 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.03.2019
- საქმე №330310117002238984 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.06.2018
- საქმე №010310017002159043 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 30.05.2018
- საქმე №330310016001559475 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.02.2018
- საქმე №330310019003149122 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.03.2020
- საქმე №330310118002669891 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 01.02.2019
- საქმე №330310118002462870 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება