მუხლი 13. დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი მოსაზრების წარდგენის უფლება
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლი · სზაკ 13
თავი I — ძირითადი დებულებანი
1. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. გამონაკლისს ადგენს კანონი.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირს უნდა ეცნობოს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მონაწილეობა საქმეშ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(221)
საქმე №ბს-601(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.06.2026
…სადავო არ არის გარემოება მასზე, რომ მოსარჩელეებს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა არ მიუღიათ, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამართალწარმოება სწორედ მათი საჩივრის საფუძველზე დაიწყო. სზაკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა.
საქმე №ბს-483(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2026
№8 სხდომის ოქმებით შეფარდებული იქნა ერთი და იმავე ადმინისტრაციული დარღვევისთვის, რომელიც წარიმართა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის, მე-4, მე-5, მე-7, მე-13, 95-ე, 97-ე, 98-ე და მე-100 მუხლების სრული იგნორირებით, რაც დადასტურებულია სასამართლოს 25.02.2014წ. და 29.09.2017წ.
საქმე №ბს-518(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2026
…მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს (სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს) მიერ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა, კერძოდ კი, ზაკ-ის მე-13 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა.
საქმე №ბს-146(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.01.2026
ამავდროულად, კასატორი არ ყოფილა მიწვეული ადმინისტრაციული წარმოებისას, რამაც უდავოდ გამოიწვია სზაკ-ის მე-13 მუხლის მოთხოვნების დარღვევა. შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც კასატორს არ მისცემია საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირების შესაძლებლობა, დაუსაბუთებელია სადავო…
საქმე №ბს-289(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის მე-13 მუხლსა და 95-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე მითითებით აღნიშნა, რომ სადავო აქტის საფუძველზე განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს პირდაპირი…
საქმე №ბს-838(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2025
საქმე №ბს-937(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.10.2025
საქმე №ბს-1313(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2025
საქმე №ბს-1118(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2025
საქმე №ბს-283(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.07.2025
საქმე №ბს-1249(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2025
საქმე №ბს-1386(3კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2025
საქმე №ბს-1143(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.01.2025
საქმე №ბს-994(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.12.2024
საქმე №ბს-915(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.10.2024
საქმე №ბს-756(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2024
საქმე №ბს-906(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2024
საქმე №ბს-131(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2024
საქმე №ბს-231(3კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2023
საქმე №ბს-1038(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.11.2023
საქმე №ბს-178(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2023
საქმე №ბს-446(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
საქმე №ბს-569(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2023
საქმე №ბს-1085(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
საქმე №ბს-960(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2023
საქმე №ბს-180(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.03.2023
საქმე №ბს-1105(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.03.2023
საქმე №ბს-1212(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2023
საქმე №ბს-741(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2023
დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება ჰქონდა, განეხილა და გადაეწყვიტა საკითხი მხოლოდ იმ…
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-13 მუხლი (ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლება) მოითხოვს, რომ პირებს არ დაეშალოთ მნიშვნელოვანი უსამართლობის შესაჩერებლად სასამართლოში მიდგომა მხოლოდ ფორმალური ვადების გამო.
მომჩივანს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ უგულებელყოფილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის მე-13 მუხლი პირველი ნაწილი, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი და ამავე კოდექსის 95-99 მუხლები.
მომჩივანი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის, მე-13 მუხლის, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 95-ე მუხლის და 601 მუხლის მითითებით, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას არსებითად დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-13, 47-ე, 51-ე, 52-ე, 53-ე, 58-ე მუხლების მოთხოვნები, რაც იწვევს მათ ბათილად ცნობას ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილისა და
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, მუხლი 13. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16270/muxli-13/