1. დაბადების რეგისტრაციის მიზნებისათვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტებია:
ა) დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა;
ბ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ;
გ) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმავე სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დაბადების რეგისტრაციის მიზნებისათვის შეიძლება განისაზღვროს დაბადების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.12.2011).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-447(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2026
…ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები. ამავე კანონის 21.1 მუხლის შესაბამისად დაბადების რეგისტრაციის მიზნებისათვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტებია: ა) დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა;
- საქმე №ბს-88(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.04.2025
…საფუძველზე. "სამოქალაქო აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, დაბადება არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ. ამავე კანონის 21-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით, დაბადების რეგისტრაციის მიზნებისთვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტია დაბადების შესახებ გაცემული სამედიცინო ცნობა.
- საქმე №ბს-468(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.09.2023
…მიიჩნევა სამოქალაქო აქტის მატერიალურ ჩანაწერში მითითებული მონაცემები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მონაცემები შეცვლილია ამ კანონით გათვალისწინებული წარმოების ფარგლებში (2). ამავე კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, დაბადების რეგისტრაციის მიზნებისათვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტებია: ა) დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა;
- საქმე №ბს-18(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.07.2023
…ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები. ამავე კანონის 21.1 მუხლის შესაბამისად დაბადების რეგისტრაციის მიზნებისათვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტებია: ა) დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა;
- საქმე №240310016001367217 · სენაკის რაიონული სასამართლო · 15.03.2019
…ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა. ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლა. ამავე კანონის 21–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაბადების რეგისტრაციის მიზნებისათვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტებია: ა) დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება