1. თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მამად მითითებულია პირი, რომელიც მისი ბიოლოგიური მამა არ არის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია მამობის დადგენის რეგისტრაცია განახორციელოს დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მშობლებად მითითებული პირებისა და ბიოლოგიური მამის ერთობლივი მოთხოვნით ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მამის მონაცემები შეტანილია მამობის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ან მამობის დადგენის სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე, მამობის დადგენის რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მამობის დადგენის რეგისტრაცია განხორციელდა ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით მამობის დადგენის რეგისტრაციის შემთხვევაში ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას შედგენილი მამობის დადგენის სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ბათილად ჩაითვლებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.12.2011).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №050310017002210895 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 16.10.2018
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 0-----2017 წლის N1-------- წერილით ირკვევა, რომ 0-----2017 წელს სააგენტოს ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ მ------ ი-----–---ის მიმართ მამობის დადგენის აქტის ჩანაწერი დარეგისტრირდა საქართველოს ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმად, თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მამად მითითებულია პირი, რომელიც მისი…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება