1. შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად ნაშვილების სახელის, გვარის, დაბადების ადგილის, დაბადების თარიღის, პირადი ნომრის და მისი მშობლის (მშობლების) შესახებ მონაცემების მშვილებლის (მშვილებლების) შესახებ მონაცემებით შეცვლა ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შვილად აყვანის რეგისტრაციისას.
2. ნაშვილების ან/და მისი მშობლის (მშობლების) შესახებ მონაცემების შეცვლის შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანება ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დაბადების ხელახალი რეგისტრაციის შემთხვევისა.
3. ნაშვილების შესახებ მონაცემის (მონაცემების) შეცვლის შემთხვევაში ხორციელდება ნაშვილების დაბადების ხელახალი რეგისტრაცია, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. 18 წლამდე ნაშვილებს პირადი ნომერი შეეცვლება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ამ შემთხვევაში განხორციელდება ნაშვილების დაბადების ხელახალი რეგისტრაცია.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №749 - ვებგვერდი, 24.05.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.05.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 04.05.2017 კანონი №749
- 25.05.2012 კანონი №6301
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.12.2016 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 42. ნაშვილების ან/და მისი მშობლის (მშობლების) შესახებ მონაცემების შეცვლა 1. შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფისუზრუნველსაყოფად მიზნით ნაშვილების სახელის, გვარის, დაბადების ადგილის, დაბადების თარიღისათარიღის, პირადი ნომრის და მისი მშობლის (მშობლების) შესახებ მონაცემების მშვილებლის (მშვილებლების) შესახებ მონაცემებით შეცვლა შესაძლებელიახორციელდება მშვილებლის (მშვილებლების) მოთხოვნით ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შვილად აყვანის რეგისტრაციისას. 2. ნაშვილების ან/და მისი მშობლის (მშობლების) შესახებ მონაცემების შეცვლის შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანება ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში.ჩანაწერში, 3.გარდა შვილადამ აყვანისმუხლის საიდუმლოებისმე-3 დაცვისპუნქტით უზრუნველსაყოფად,გათვალისწინებული მშვილებლისდაბადების (მშვილებლების)ხელახალი მოთხოვნითრეგისტრაციის შეიძლებაშემთხვევისა. განხორციელდეს3. ნაშვილების დაბადებისშესახებ ახალიმონაცემის რეგისტრაცია(მონაცემების) შეცვლილიშეცვლის მონაცემებით.შემთხვევაში 4.ხორციელდება შეცვლილინაშვილების მონაცემებით დაბადების ხელახალი რეგისტრაციისრეგისტრაცია, შემთხვევაშითუ 10სასამართლოს წლამდეგადაწყვეტილებით ნაშვილებსსხვა პირადირამ ნომერიარ შეეცვლებაარის მშვილებლისდადგენილი. (მშვილებლების)4. მოთხოვნით.18 5.წლამდე თუნაშვილებს შვილადპირადი აყვანისნომერი შესახებშეეცვლება სასამართლოს გადაწყვეტილებაშიგადაწყვეტილების მითითებულიასაფუძველზე. მშობლებთანამ (მშობელთან)შემთხვევაში ნაშვილებისგანხორციელდება სამართლებრივი ურთიერთობების შენარჩუნება, ნაშვილების დაბადების სამოქალაქოხელახალი აქტის ჩანაწერში მშობლების (მშობლის) მონაცემები არ შეიცვლება.რეგისტრაცია.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-447(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2026
მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების პირველადი ჩანაწერების გაუქმება წარმოებს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოების მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გარდა ამ კოდექსის 42-ე მუხლით (ქორწინების აღდგენა გარდაცვლილად გამოცხადებული ან უკვალოდ დაკარგულად აღიარებული მეუღლის გამოჩენის შემთხვევაში) გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ჩანაწერის გაუქმებისათვის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საჭირო.
- საქმე №ბს-1088(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.02.2026
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-40, 42-ე, 47-ე მუხლებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის“ 35-ე მუხლზე, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის მე-3 მუხლზე, ბავშვის უფლებათა კოდექსის პირველ, მე-3, მე-5 მუხლებზე, ასევე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე.
- საქმე №330310017002076972 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.05.2018
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სააპელაციო შესაგებელში განმარტავს, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლში სრულიად ნათლადაა მითითებული, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი შვილად აყვანის შემდეგ ბავშვის მონაცემების შეცვლა, კერძოდ, კანონმდებლობა ითვალისწინებდა დაბადების აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანას შვილად აყვანის რეგისტრაციისას.
- საქმე №030310519002819885 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 28.06.2019
…მეურვეს ან მზრუნველს, თუ მამობა დადგენილია სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბავშვის მამას თუ ბავშვი არასრულწლოვანია, ხოლო დედა გარდაცვლილია, სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება. ამავე კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად მშობლის (მშობლების) შესახებ მონაცემების მშვილებლის (მშვილებელების) შესახებ მონაცემებით შეცვლა ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შვილად აყვანის რეგისტრაციისას.
- საქმე №010220418002627963 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 24.12.2018
სარეზოლუციო ნაწილი სასამართლომ იხელმძღვანელა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, მე-17, მე-20, 21-ე, 23-ე მუხლებით,,,სამოქალაქო აქტების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 42-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1239-ე, 1254-ე, 1255-ე, 1257-ე, 1258-ე 1264-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება