1. ნაშვილები კარგავს პირად და ქონებრივ უფლებებს და თავისუფლდება მოვალეობისაგან თავისი ბიოლოგიური მშობლებისა და წარმოშობით ნათესავების მიმართ.
2. (ამოღებულია - 04.05.2017, №748).
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის
კანონი
№748
- ვებგვერდი, 24.05.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.05.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 04.05.2017 კანონი №748
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ას-1264-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.10.2021
სარჩელის აღძვრისას მოქმედებდა ნორმა, რომლის თანახმად, ერთი პირის მიერ ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში, ნაშვილები ინარჩუნებს უფლება-მოვალეობებს - დედის სურვილით, თუ მშვილებელი მამაკაცია, ან მამის სურვილით - თუ მშვილებელი ქალია ( სსკ-ის 1260-ე მუხლის მე-2 ნაწილი). სწორედ მოცემულ ნორმაზე მიუთითებდა სასამართლო, როდესაც ნაშვილების ბიოლოგიურ მშობლებთან ცხოვრებას შვილად აყვანის ფიქციურობის დამადასტურებელ გარემოებად არ მიიჩნევდა (07.03.2011 წ.
- საქმე №ას-1554-1457-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.01.2013
…ა. მ.-ი - 1997 წლის 15 სექტემბერს. გარდაცვალებამდე იგი ცხოვრობდა თავისი ბიოლოგიური დედის, ა. ბ.-ოს სახლში. ს. მ.-ი ა. მ.-ის მეუღლეა, ხოლო ს. რ.-ა ა. მ.-ისა და ს. მ.-ის შვილი. პირველი რიგის სხვა მემკვიდრეები ა. მ.-ს არ დარჩენია. სამოქალაქო კოდექსის 1260-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 1259-ე მუხლის მიხედვით, გაშვილებულმა ა. მ.-მა დაკარგა ქონებრივი უფლებები ა.
- საქმე №ას-1349-1188-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2011
საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის 115-ე მუხლის, აგრეთვე, სამოქალაქო კოდექსის 1260-ე მუხლის შესაბამისად, ერთი პირის მიერ ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში ნაშვილები ინარჩუნებს ბიოლოგიური მშობლების მიმართ უფლება-მოვალეობებს _ დედის სურვილით, თუ მშვილებელი მამამაკაცია ან მამის სურვილით _ თუ მშვილებელი ქალია.
- საქმე №ას-845-1119-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2005
კასატორი თვლის, რომ პალატის განმარტება, რომ მშვილებელსა და შვილად აყვანილს სურთ გარკვეული სარგებლის მიღება (ანგარებითი მიზანი), უსაფუძვლოა და ამ კონკრეტული საქმიდან არ გამომდინარეობს, რადგანაც სკ-ის 1260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ნაშვილები კარგავს პირად და ქონებრივ უფლებებს და თავისუფლდება მოვალეობისაგან თავისი ღვიძლი მშობლებისა და წარმოშობით ნათესავების მიმართ“.
- საქმე №3კ/807-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.12.2002
…და გ. ს.-ი, დაბადებული 1995 წელს, ცნობილ იქნენ ჭ. ს.-ის სახელზე რიცხული სახლისა და მიწის ნაკვეთის მემკვიდრეებად და მესაკუთრედ. სააპელაციო სასამართლომ ვ. ს.-ის მოთხოვნა, ჭ. ს.-ის დანაშთი ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობაზე, სკ-ს 1260-ე მუხლის თანახმად უსაფუძვლოდ მიიჩნია. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ნ. რ.-ი ჭ. ს.-ის გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე არ ასრულებდა სკ-ს…
- საქმე №3კ/796-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2001
- საქმე №160210817001861691 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.01.2019
- საქმე №820210018002342073 · ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო · 16.06.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება