1. არასრულწლოვან ბავშვს, რომელიც მშობლის მზრუნველობის გარეშე დარჩა მშობლების გარდაცვალების, გარდაცვლილად აღიარების, მშობლებისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის, მათი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან ბავშვის მიტოვებულად აღიარების გამო, უწესდება მეურვეობა და მზრუნველობა აღსაზრდელად, პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.
2. მეურვეობა და მზრუნველობა წესდება აგრეთვე იმ სრულწლოვნის პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი უფლებები და შეასრულოს თავისი მოვალეობები.
3. მხარდაჭერის მიმღებს უწესდება მხარდაჭერა.
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.03.2015 კანონი №3339
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(216)
- საქმე №2კ-412აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.09.2025
…ქონების განკარგვის გარიგება, აგრეთვე განკარგოს ხელფასი, პენსია ან სხვა სახის შემოსავალი მხოლოდ მზრუნველის თანხმობით, გარდა წვრილმანი ყოფითი გარიგებების დადებისა. ქმედუნარიანობის სრულად აღდგენა იწვევს მზრუნველობის გაუქმებას. 5.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 12771-ე მუხლის შესაბამისად, მხარდაჭერის მიმღებს უწესდება მხარდაჭერა და ენიშნება მხარდამჭერი.
- საქმე №ბს-534(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2024
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275-ე, 1288-ე და 1289-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მეურვეობა და მზრუნველობა არის პირისთვის დაკისრებული ვალდებულება, იზრუნოს სამეურვეო/სამზრუნველო პირის კეთილდღეობაზე და არა, მიიღოს რაიმე სარგებელი მზრუნველობიდან.
- საქმე №ას-1025-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2022
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1275.3, 12771 მუხლებზე, ასევე ამავე კოდექსის 1280-ე მუხლზე (1. სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები.
- საქმე №ას-533-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2020
საქალაქო სასამართლომ სსსკ-ის 36314-ე, 36315-ე, 36320, 36319-ე, 36321-ე მუხლები, სსკ-ის 1275.3, 12771-ე, 1280-ე, 1283-ე, 1289-ე მუხლები მოიხმო და განმარტა, რომ მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
- საქმე №ას-412-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.05.2019
პალატა უარყოფს კასატორის იმ პოზიციასაც, რომლის თანახმადაც საქმეში უნდა ჩაბმულიყო სოციალური სამსახური და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1275-ე მუხლით ან სამართლის სხვა რომელიმე დანაწესით განსაზღვრული კანონიერი წარმომადგენლობის წინაპირობები საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო სოციალური სამსახურის უფლება-მოვალეობების მიმართ რა შემხებლობა შეიძლება გააჩნდეს სადავო ქონების ვინდიცირების საკითხს, საკასაციო საჩივარში გადმოცემული არ არის.
- საქმე №ას-1371-1388-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2011
- საქმე №ას-1056-1086-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2011
- საქმე №ას-1213-1064-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.03.2011
- საქმე №ბს-647-614(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.10.2007
- საქმე №ას-639-907-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.12.2005
- საქმე №ას-1103-1305-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2005
- საქმე №ა-3016-შ-64-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №ა-4585-შ-123-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №330310018002371308 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.05.2019
- საქმე №330224017001995944 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.02.2019
- საქმე №180224019003160978 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 26.03.2020
- საქმე №180224019003206720 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 26.03.2020
- საქმე №180224019002793268 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 26.03.2020
- საქმე №180224019003036205 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 26.03.2020
- საქმე №180224019003067518 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 26.03.2020
- საქმე №180224019003048765 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 26.03.2020
- საქმე №010224019003320935 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 10.03.2020
- საქმე №010224019003329060 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 10.03.2020
- საქმე №010224019003246345 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 10.03.2020
- საქმე №010224019003224065 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 10.03.2020
- საქმე №010224019003270247 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 10.03.2020
- საქმე №010224019003264990 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 10.03.2020
- საქმე №010224019003273029 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 10.03.2020
- საქმე №010224019003175986 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 09.03.2020
- საქმე №010224019003172727 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 09.03.2020
- საქმე №080224019003149821 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2020
- საქმე №080224019002830109 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2020
- საქმე №080224019003261659 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2020
- საქმე №080224019002995147 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2020
- საქმე №080224019003238389 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2020
- საქმე №080224019003292792 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2020
- საქმე №080224019003017730 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2020
- საქმე №080224019003037454 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 24.02.2020
- საქმე №080224019003229702 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 20.12.2019
- საქმე №080224019002904370 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 20.12.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 216-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება