ბავშვისთვის მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესება შეიძლება იმ შემთხვევაში, როდესაც:
ა) სასამართლო აცნობებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ბავშვის ორივე მშობლისთვის მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვის ან ჩამორთმევის შესახებ;
ბ) შეჩერებულია მშობლის უფლებები და მოვალეობები;
გ) გარდაცვლილია ბავშვის ორივე მშობელი;
დ) ბავშვისათვის დანიშნული მეურვე გარდაიცვალა ან მას თავისი ფუნქციები ჩამოერთვა;
ე) სასამართლო ბავშვს მიტოვებულად აღიარებს;
ვ) მშობელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის აღიარებული.
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.03.2015 კანონი №3339
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ბს-678-670(2კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.10.2016
#51/ნ ბრძანების მე-12 მუხლის და სამოქალაქო კოდექსის 1279-ე მუხლის მოთხოვნები. კასატორი ნ. ც-ე ითხოვს სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
- საქმე №ას-639-907-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.12.2005
კ-ისათვის ბავშვების მიკუთვნებასა და დაბრუნებაზე უარის თქმა, სკ-ის 1205-ე, 1210-ე, 1275-ე, 1276-ე და 1279-ე მუხლების საფუძველზე ბავშვების _ მ. და გ. ხ-ების დედისთვის ჩამორთმევა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის გადაცემა და მოსარჩელესათვის მშობლის უფლების ჩამორთმევა.
- საქმე №190210018002280044 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 16.10.2019
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლი “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3, მე-5 მუხლები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1202-ე, 1205-ე, 1275- 1279-ე, 1281-ე მუხლები 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის…
- საქმე №190210018002287897 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 09.07.2019
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3, მე-5 მუხლები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1202-ე, 1205-ე, 1275- 1279-ე, 1281-ე მუხლები 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის…
- საქმე №140210018002718410 · გორის რაიონული სასამართლო · 21.05.2019
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექის 1279-ე, 1205-ე მუხლები. 6. სამართლებრივი შეფასება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1279-ე მუხლის ''ა'' ქვეპუნქტის თანახმად, ბავშვისთვის მეურვეობისა და მზრუნველობის…
- საქმე №190210017002208945 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 25.04.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება