1. მეურვის ან მზრუნველის მოვალეობათა განსახორციელებლად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები ნიშნავენ მეურვეს ან მზრუნველს.
2. მეურვე ან მზრუნველი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მათი თანხმობით.
3. მზრუნველის შერჩევა სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირისათვის, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად დაიცვას თავისი უფლებები და შეასრულოს თავისი მოვალეობები, შეიძლება მხოლოდ სამზრუნველო პირის თანხმობით.
4. მეურვე ან მზრუნველი შეიძლება დანიშნულ იქნეს გარდაცვლილი მშობლების მითითებისამებრ ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის (ანდერძის) საფუძველზე.
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6989 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6989
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ბს-678-670(2კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.10.2016
ამასთანავე, მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ნებელობით მხარეს, სკ-ის 1281.2 მუხლის თანახმად, მეურვე ან მზრუნველი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ პირის თანხმობით. მინდობით აღმზრდელს გააჩნია აღსაზრდელად გადაცემული ბავშვის შვილად აყვანის და მზრუნველობის უპირატესი უფლება და არა ვალდებულება.
- საქმე №ას-222-214-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2013
სააპელაციო პალატის დასკვნით, ბავშვის უფლებების დაცვის იმავე სტანდარტს ადგენს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობაც, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1281-ე მუხლის პირველი ნაწილი და 1282-ე მუხლის მე-2 ნაწილი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ასევე ფსიქოლოგის დასკვნის შესაბამისად დადგენილი იყო არასრულწლოვანი დ.
- საქმე №ბს-680-648(გ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.10.2007
…მიიჩნევდა ისანი-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის 29.12.06წ. გადაწყვეტილებას, რომლითაც მას უარი ეთქვა ი. თ-ის მზრუნველად დანიშვნაზე. ნ. ს-ა აღნიშნული აქტის გაუქმებასა და ი. თ-ის მზრუნველად მის დანიშვნას მოითხოვდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1281-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მეურვის ან მზრუნველის დანიშვნა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნებოდა, რაც დაკავშირებული იყო ამავე ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან.
- საქმე №190210018002280044 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 16.10.2019
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლი “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3, მე-5 მუხლები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1202-ე, 1205-ე, 1275- 1279-ე, 1281-ე მუხლები 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების…
- საქმე №190210018002287897 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 09.07.2019
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3, მე-5 მუხლები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1202-ე, 1205-ე, 1275- 1279-ე, 1281-ე მუხლები 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების…
- საქმე №330210017001946047 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.01.2019
- საქმე №190210017002208945 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 25.04.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება