1. მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოები არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ან/და მის სისტემაში შემავალი უფლებამოსილი დაწესებულება (ორგანიზაცია), აგრეთვე მათი ტერიტორიული ორგანოები.
2. მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კოდექსით, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღებები და დაეხმაროს მხარდამჭერებს თავიანთი მოვალეობების შესრულებაში, რათა მათ ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 13
ივნისის
კანონი №2520
–
ვებგვერდი, 29.06.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3076
–
ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №837 - ვებგვერდი, 03.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №837
- 05.07.2018 კანონი №3076
- 13.06.2018 კანონი №2520
- 20.03.2015 კანონი №3339
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
- საქმე №ბს-680-648(გ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.10.2007
…და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციებს კანონმდებლობით დადგენილი წესით (2.2 მუხლის,,ო" ქვეპუნქტი), რესურს-ცენტრის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს(მე-3 მუხლის «კ» ქვეპუნქტი). სკ-ის 1278-ე მუხლის მიხედვით არასრულწლოვანი პირის მეურვეობა და მზრუნველობა ეკისრება განათლების ადგილობრივ ორგანოს, სკ-ის 1281 მუხლის თანახმად, მეურვის ან მზრუნველის მოვალეობათა განსახორციელებლად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები ნიშნავენ მეურვეს ან მზრუნველს.
- საქმე №110224019002856204 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 28.11.2019
…თუ მხარდაჭერის მიმღები სპეციალიზებულ დაწესებულებაშია მოთავსებული – ამ დაწესებულების წარმომადგენელს. სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით. 2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1278-ე მუხლის თანახმად მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოები ვალდებული არიან დაიცვან და გააძლიერონ მხარდაჭერის მიმღები პირები და დაეხმარონ მხარდამჭერებს თავიანთი მოვალეობების შესრულებაში.
- საქმე №190224019003160394 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 27.11.2019
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 12771-ე, 1278, 1280-ე, 1283-ე, 1289-ე მუხლებით. 6. სამართლებრივი შეფასება. 6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის მხარდაჭერის მიმღებად…
- საქმე №110224016001263886 · ზესტაფონის რაიონული სასამართლო · 07.11.2019
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1278-ე, 1280-ე, 1289-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე, 36315-ე მუხლები; 6. სამართლებრივი შეფასება.
- საქმე №140224018002476905 · გორის რაიონული სასამართლო · 26.06.2019
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე 36315-ე 36320 36320-ე 36321-ე მუხლები,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275-ე, 12771-ე, 1278-ე მუხლები. 6. სამართლებრივი შეფასება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება…
- საქმე №110224019002856204 · ზესტაფონის რაიონული სასამართლო · 21.06.2019
- საქმე №140224018002630286 · გორის რაიონული სასამართლო · 18.06.2019
- საქმე №110224016001265300 · ზესტაფონის რაიონული სასამართლო · 29.01.2019
- საქმე №330224018002341207 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.09.2018
- საქმე №170210018002592244 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 29.08.2018
- საქმე №330224018002372560 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება