მეურვედ, მზრუნველად ან მხარდამჭერად არ შეიძლება დაინიშნოს პირი:
ა) რომელსაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია;
ბ) რომელიც სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო;
გ) რომელსაც მშობლის უფლება ჩამოერთვა ან შეეზღუდა მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისათვის თავის არიდების გამო;
დ) რომელიც მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის მოვალეობისაგან განთავისუფლებულია მისი არაჯეროვნად შესრულების გამო.
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.03.2015 კანონი №3339
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(28)
- საქმე №ას-1558-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2023
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კოდექსმა მართლმსაჯულების პროცესში, არასრულწლოვნის წარმომადგენლად/უფლებათა დამცველად (სსკ-ს 1200-ე, 1201-ე, 1205-ე, 1206-ე მუხლების და 1283 მუხლის მე-3 პუნქტის გარდა) ცალსახად სსიპ იურიდული დახმარების სამსახური დაასახელა (და არა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო), რომელიც უფლებამოსილია (შესაძლებელია სავალდებულოდაც), გასწიოს არასრულწლოვნის წარმომადგენლობა ნებისმიერი ტიპის დავაზე.
- საქმე №ას-1025-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2022
…სსკ-ის 1280-ე მუხლით დადგენილ პირთა წრიდან, შესაბამისად, არ არსებობს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი პირის, ან სპეციალიზებული დაწესებულების წარმომადგენლის მხარდამჭერად დანიშვნის აუცილებლობა/წინაპირობა. 3.7. სსკ-ის 1283-ე მუხლის შესაბამისად, მხარდამჭერად არ შეიძლება დაინიშნოს პირი: რომელსაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია;
- საქმე №ას-533-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2020
მე-13, მე-18, 25-ე მუხლებით. 1.15. საქალაქო სასამართლომ სსსკ-ის 36314-ე, 36315-ე, 36320, 36319-ე, 36321-ე მუხლები, სსკ-ის 1275.3, 12771-ე, 1280-ე, 1283-ე, 1289-ე მუხლები მოიხმო და განმარტა, რომ მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
- საქმე №ას-211-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2020
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1275-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 12771 -ე, 1280-ე, 1283-ე, 1289-ე მუხლებზე და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ექსპერტიზის დასკვნის, სხდომაზე გამოკითხული ექსპერტების განმარტებებითა და მხარდაჭერის…
- საქმე №330224017001995944 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.02.2019
…მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო, მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში –აგრეთვე მისი მშობლის მითითებას. პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1283-ე მუხლის შესაბამისად, მხარდამჭერად არ შეიძლება დაინიშნოს პირი: რომელსაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია;
- საქმე №210224016001484982 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.02.2018
- საქმე №100224020003453110 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 24.04.2020
- საქმე №100224019003366557 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 27.02.2020
- საქმე №100224018002577894 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 27.02.2020
- საქმე №100224019003030672 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 27.02.2020
- საქმე №100224019003342340 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 17.02.2020
- საქმე №100224019003302969 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 17.02.2020
- საქმე №100224019003283252 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 17.02.2020
- საქმე №100224019003307567 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 17.02.2020
- საქმე №100224017001849054 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 11.02.2020
- საქმე №190224019003160394 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 27.11.2019
- საქმე №100224019003136913 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 21.10.2019
- საქმე №190224018002720189 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 30.07.2019
- საქმე №190224019002956240 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 15.05.2019
- საქმე №330224018002568950 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.04.2019
- საქმე №330224018002592615 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.01.2019
- საქმე №330224018002290796 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.12.2018
- საქმე №190224018002659257 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 16.11.2018
- საქმე №330224018002341207 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.09.2018
- საქმე №170210018002592244 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 29.08.2018
- საქმე №330224018002372560 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.07.2018
- საქმე №050224017002191569 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 20.02.2018
- საქმე №050224017002004125 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 12.01.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება