1. მზრუნველობა წესდება არასრულწლოვანზე შვიდი წლის ასაკიდან თვრამეტ წლამდე. მზრუნველობა წესდება აგრეთვე სრულწლოვან ქმედუნარიან პირზე მისი თხოვნით, თუ მას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი უფლებები და შეასრულოს თავისი მოვალეობანი.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
საქმე №ას-691-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2025
პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ სსკ-ის 1277 და 1280 მუხლი, მაგრამ არასწორად განმარტა ის. მითითებული ნორმის თანახმად, „სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ,…
სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 995-ე მუხლით (სარჩელის აღძვრის დროისათვის მოქმედი რედაქციით, 2015 წლის 20 მარტის კანონით # 3339 ცვლილების შეტანამდე), 1276-ე, 1277-ე მუხლებით. 10. ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაავადება (არადიფერენცირებული შიზოფრენია), რომელიც ზიანის მიმყენებელს დაუდგინდა დანაშაულის ჩადენის დროს, არ იძლეოდა იმის მტკიცების საშუალებას, რომ მას აღნიშნული ავადმყოფობა ბავშვობიდან, პერმანენტულად ჰქონდა.
ასევე მზრუნველობა წესდება არასრულწლოვანზე შვიდი წლის ასაკიდან თვრამეტ წლამდე ( 1275-ე, 1277-ე მუხლები). ამავე კანონის მიხედვით, მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოები არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ან/და მის სისტემაში შემავალი უფლებამოსილი დაწესებულება (ორგანიზაცია), აგრეთვე მათი ტერიტორიული ორგანოები.
კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები: - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე, 1199-ე, 1197-ე, 1198-ე, 1275-ე, 1277-ე, 1291-ე, 1204-ე მუხლები - გაეროს ბავშვის უფლებების შესახებ კონვენცია 6. სამართლებრივი შეფასება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1277, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1277/