1. მეურვე ან მზრუნველი უნდა დაინიშნოს არა უგვიანეს ერთი თვისა იმ დროიდან, როდესაც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის ცნობილი გახდება მეურვეობის ან მზრუნველობის დაწესების აუცილებლობა.
2. მეურვის ან მზრუნველის არჩევისას მხედველობაში მიიღება მისი პიროვნული თვისებები, დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარი, ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც არსებობს მასა და სამეურვეო/სამზრუნველო პირს შორის, სამეურვეო/სამზრუნველო პირის ინტერესები, ასევე მშობლის ან მამკვიდრებლის მითითება.
3. მეურვის ან მზრუნველის დანიშვნამდე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ეკისრება მეურვის ან მზრუნველის სათანადო სამართლებრივი ვალდებულებები სამეურვეო/სამზრუნველო პირის მიმართ.
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.4
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ას-1558-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2023
ასევე, სსკ-ს 1205-ე და 1206-ე მუხლების დათქმისას, როდესაც მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა/ჩამორთმევის შემთხვევაში, სსკ-ს 1282-ე მუხლის მე-3 ნაწილით „მეურვის ან მზრუნველის დანიშვნამდე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ეკისრება მეურვის ან მზრუნველის სათანადო სამართლებრივი ვალდებულებები სამეურვეო/სამზრუნველო პირის მიმართ“, სასამართლო დავაში მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მონაწილეობა სამართლებრივად მართებულია.
- საქმე №ას-222-214-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2013
მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები უკანონოა და არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, კერძოდ, გადაწყვეტილებები მიღებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 97-ე, 601 მუხლების, ასევე სამოქალაქო კოდექსის 1282-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 1199-ე და 1300-ე მუხლების დარღვევით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მარტვილის რაიონულმა განყოფილებამ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით: არასრულწლოვანი დ.
- საქმე №ას-1371-1388-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2011
სამოქალაქო კოდექსის 1275-ე და 1282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მიტოვებულად აღიარებული ბავშვის მიმართ მეურვის სათანადო ვალდებულებების შესრულება ეკისრება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
- საქმე №ას-1056-1086-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2011
ცენტრმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია “შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მოთხოვნები, სამოქალაქო კოდექსის 1275-ე მუხლი, 1282-ე მუხლის მესამე ნაწილი და, აღნიშნული ნორმების გამოყენების ნაცვლად, გასაჩივრებული განჩინების მოტივაცია არასწორად დააფუძნა საქართველოს კონსტიტუციასა და ბავშვის უფლებათა კონვენციას.
- საქმე №ას-1213-1064-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.03.2011
სამოქალაქო კოდექსის 1275-ე და 1282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მიტოვებულად აღიარებული ბავშვის მიმართ მეურვის სათანადო ვალდებულებების შესრულება ეკისრება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
- საქმე №330210019003150319 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.03.2020
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება