მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული მეურვე და მზრუნველი, რომელიც დანიშნულ იქნა სამეურვეო/სამზრუნველო პირის კანონიერ წარმომადგენლად, განსაკუთრებული უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენს სამეურვეო/სამზრუნველო პირის უფლებებსა და ინტერესებს მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.
(ძალადაკარგულია 1290-ე მუხლის
ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის მეურვის მიერ სამეურვეო პირის უფლებებისა და ინტერესების წარმოდგენას მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში) -
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4/532,533 –ვებგვერდი, 28.10.2014წ.
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4/532,533 –ვებგვერდი, 28.10.2014
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ას-1325-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.12.2025
ამ თვალსაზრისით, მხარდაჭერა მნიშვნელოვნად განსხვავდება მზრუნველობისა და მეურვეობისაგან, რა დროსაც მეურვე/მზრუნველი წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით არის აღჭურვილი და მისი ფუნქცია არა სამზრუნველო/სამეურვეო პირის სათანადო რჩევაში, არამედ მის ნაცვლად ნების გამოვლენაში ან გარიგების დადებისას თანხმობის მიცემაშია ( სსკ-ის 1290-ე მუხლი). თუმცა, არსებობს გამონაკლისიც. იმ შემთხვევაში, თუ მხარდაჭერის მიმღების მიერ პირადად ნების გამოვლენა ობიექტურად შეუძლებელია ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში და ეს საზიანოა მხარდაჭერის მიმღების ინტერესებისთვის, სასამართლო მხარდამჭერს უფლებას აძლევს, მხარდაჭერის მიმღების სახელით დადოს აუცილებელი გარიგებები.
- საქმე №ას-610-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.12.2025
…კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 ნაწილი „ჭკუასუსტობისა“ და „სულით ავადმყოფობის“ გამო პირებს უზღუდავდა თავისუფლებას, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეეძინათ და განეხორციელებინათ სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. ამავე კოდექსის 1290-ე მუხლის თანახმად, ქმედუუნაროდ აღიარებულ პირს ასევე ერთმეოდა უფლება, წარმოედგინა საკუთარი თავი მესამე პირებთან ურთიერთობაში.
- საქმე №ას-691-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2025
ამ თვალსაზრისით, მხარდაჭერა მნიშვნელოვნად განსხვავდება მზრუნველობისა და მეურვეობისაგან, რა დროსაც მეურვე/მზრუნველი წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით არის აღჭურვილი და მისი ფუნქცია არა სამზრუნველო/სამეურვეო პირის სათანადო რჩევაში, არამედ მის ნაცვლად ნების გამოვლენაში ან გარიგების დადებისას თანხმობის მიცემაშია ( სსკ-ის 1290-ე მუხლი). თუმცა, არსებობს გამონაკლისიც. იმ შემთხვევაში, თუ მხარდაჭერის მიმღების მიერ პირადად ნების გამოვლენა ობიექტურად შეუძლებელია ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში და ეს საზიანოა მხარდაჭერის მიმღების ინტერესებისთვის, სასამართლო მხარდამჭერს უფლებას აძლევს, მხარდაჭერის მიმღების სახელით დადოს აუცილებელი გარიგებები.
- საქმე №ას-801-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2024
კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ სასამართლოს დავალებები ეწინააღმდეგება კანონს, და განმარტავს, რომ ძალადაკარგულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1290-ე მუხლის, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის მეურვის მიერ სამეურვეო პირის უფლებებისა და ინტერესების წარმოდგენას მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის სასამართლოში.
- საქმე №ას-1025-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2022
ამ თვალსაზრისით, მხარდაჭერა მნიშვნელოვნად განსხვავდება მზრუნველობისა და მეურვეობისაგან, რა დროსაც მეურვე/მზრუნველი წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით არის აღჭურვილი და მისი ფუნქცია არა სამზრუნველო/სამეურვეო პირის სათანადო რჩევაში, არამედ მის ნაცვლად ნების გამოვლენაში ან გარიგების დადებისას თანხმობის მიცემაშია ( სსკ-ის 1290-ე მუხლი). თუმცა, არსებობს გამონაკლისიც. იმ შემთხვევაში, თუ მხარდაჭერის მიმღების მიერ პირადად ნების გამოვლენა ობიექტურად შეუძლებელია ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში და ეს საზიანოა მხარდაჭერის მიმღების ინტერესებისთვის, სასამართლო მხარდამჭერს უფლებას აძლევს, მხარდაჭერის მიმღების სახელით დადოს აუცილებელი გარიგებები.
- საქმე №ას-663-622-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.10.2010
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება