მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე მეურვეს უფლება არა აქვს სამეურვეო პირის სახელით დადოს გარიგება, ხოლო მზრუნველს
–
სამზრუნველო პირის სახელით დათანხმდეს გარიგების დადებაზე, რომელიც შეეხება ქონების გასხვისებას, დაგირავებას, ათ წელზე მეტი ვადით გაქირავებას, თხოვებას ან სხვა სავალო ვალდებულებათა გაცემას, თამასუქის, სამეურვეო ან სამზრუნველო პირის კუთვნილ უფლებებზე უარის თქმას, სამეწარმეო საზოგადოებაში პარტნიორად შესვლას, სესხის აღებას, ქონების გაყოფას, ან რომლებსაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს ქონების შემცირებ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 1294. მეურვისა და მზრუნველის უფლებამოსილებათა შეზღუდვა
სამოქალაქო კოდექსის 1294-ე მუხლი · სკ 1294
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-1114-2018
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, რაკი არ ვლინდება არასრულწლოვნის დასაბუთებული ინტერესი და არც ასეთი ინტერესის შესაბამისად, მშობლების მიმართვის საფუძველზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ გარიგების დადებისათვის აუცილებელი წინასწარი თანხმობა, დარღვეულია სსკ-ის 1198-ე მუხლის მეოთხე ნაწილი და 1294-ე მუხლი. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: 13. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო: 14.
- საქმე №ას-316-299-2017
მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ იგი არასათანადო მოპასუხეა და თუ გარიგებას რეალურად ჰქონდა ადგილი, მოსარჩელეებს სარჩელი უნდა აღეძრათ მისი აწ გარდაცვლილი მამისა და მეურვის მიმართ, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1294-ე მუხლის თანახმად, მეურვეს უფლება არა აქვს სამეურვეო პირის სახელით დადოს გარიგება.
- საქმე №ას-1221-1146-2015
სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 54-ე, 1198-ე, 1199-ე, 1294-ე, 1296-ე მუხლები. 15. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით: 15.1.
- საქმე №ას-1022-958-2010
…რესურს-ცენტრის მიერ ნი. ს-შვილი დაინიშნა ი. ს-შვილის მზრუნველად. ამდენად, 2007 წლის 4 აგვისტოს სამკვიდრო ქონების თანამემკვიდრეთა შორის წილის გადანაწილების ხელშეკრულების დადებისას მოპასუხე ნოტარიუს გ.ბ-შვილის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს სკ-ის 1294-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან ი. ს-შვილის ქონება აღნიშნული ხელშეკრულებით შემცირდა. მოსარჩელემ ხელშეკრულების ბათილობა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ გარიგება დაიდო მზრუნველის – ნი.
- საქმე №ბს-1060-1011(კ-06)
გარდა ამისა, სადავო დადგენილებაში არ ფიქსირდება მისი, როგორც მეურვისა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წინასწარი თანხმობა (სსკ-ის 1293, 1294 მუხლები) საკითხის ასეთ გადაწყვეტაზე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სავალდებულო იყო, ვინაიდან აღნიშნულით შემცირდა სამეურვეო პირის _ ლ.
- საქმე №330210016001539980
- საქმე №330210119003162678
- საქმე №330210017001946047
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1287. მეურვისა და მზრუნველის უფლებები
- მუხლი 1289. მეურვის, მზრუნველისა და მხარდამჭერის მოვალეობები
- მუხლი 1290. მეურვისა და მზრუნველის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება
- მუხლი 1291. სამეურვეო არასრულწლოვან პირებთან ერთად ცხოვრების მოვალეობა
- მუხლი 1292. მხარდამჭერის მოვალეობა მხარდაჭერის დანიშვნის საფუძვლის არარსებობისას ან შეცვლისას
- მუხლი 1293. მეურვისა და მზრუნველის თანხმობა, მხარდამჭერის მონაწილეობა გარიგების დადებისას
- მუხლი 1295. მალფუჭებადი ქონების გასხვისების წესი
- მუხლი 1297. მეურვისა და მზრუნველის მხრიდან წარმომადგენლობის დაუშვებლობა
- მუხლი 1298. მეურვისა და მზრუნველის მოქმედებათა გასაჩივრება
- მუხლი 1299. მეურვისა და მზრუნველის გათავისუფლება მათი მოვალეობებისაგან
- მუხლი 1300. მოვალეობათა არასათანადოდ შესრულების შედეგები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1294, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1294/