1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მეურვესა და მზრუნველს მათი მოვალეობებისაგან ათავისუფლებს ბავშვის მშობლებისათვის მშობლის მოვალეობების სრულად აღდგენის ან ბავშვის გაშვილების შემთხვევაში.
2. მეურვე და მზრუნველი შეიძლება განთავისუფლდნენ თავიანთი მოვალეობისაგან, აგრეთვე პირადი თხოვნის საფუძველზე, თუ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ცნობს, რომ ეს თხოვნა საპატიო მიზეზით არის გამოწვეული (ავადმყოფობა, მატერიალური მდგომარეობის შეცვლა, სამეურვეო ან სამზრუნველო პირთან შეუთვისებლობა და სხვ.).
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.4
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ას-944-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2021
ამასთან, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს ( სსკ-ის 1299-ე მუხლი). მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო დადგინდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა, რითაც დაირღვა არასრულწლოვანის ინტერესები.
- საქმე №ას-490-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2019
საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-11- 12-ე, 58-ე, 63-ე, 1198-ე, 1199-ე, 54-ე, 1299-ე, 183-ე, 286-ე, 185-ე, 311-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 85-ე მუხლით.
- საქმე №330210116001242002 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 04.12.2018
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1199-ე, 1299-ე მუხლები. ბავშვთა უფლებათა კონვენცია. 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12-ე მუხლის თა--ხმად - ქმედუნარიანობა, ანუ ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და გა--ხორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთა--ვე.
- საქმე №080210118002364436 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 27.07.2018
…მიერ ბავშვის სახელით გარიგების დადება მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის უფლებებისა და ინტერესების დაცვას უნდა ემსახურებოდეს, შესაბამისად, სადავო გარიგება, როგორც ბავშვის ინტერესების საზიანო და ამგვარად, კანონსაწინააღმდეგო, ბათილია. სამოქალაქო კოდექსის 1299-ე მუხლის თა--ხმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება