1. მეურვის ან მზრუნველის მიერ დაკისრებული მოვალეობის არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო გადააყენებს ან გაათავისუფლებს მეურვეს ან მზრუნველს მისი მოვალეობის შესრულებისაგან.
2. თუ მეურვე (მზრუნველი) ანგარების მიზნით გამოიყენებს მეურვეობას (მზრუნველობას), ან სამეურვეო (სამზრუნველო) პირს დატოვებს ზედამხედველობისა და აუცილებელი დახმარების გარეშე, ის პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.
3. მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო რეაგირებას ახდენს ამ კოდექსის 1305
5 მუხლის შესაბამისად.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.03.2015 კანონი №3339
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-222-214-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2013
მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები უკანონოა და არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, კერძოდ, გადაწყვეტილებები მიღებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 97-ე, 601 მუხლების, ასევე სამოქალაქო კოდექსის 1282-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 1199-ე და 1300-ე მუხლების დარღვევით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მარტვილის რაიონულმა განყოფილებამ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით: არასრულწლოვანი დ.
- საქმე №ას-465-813-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2007
მ-ს, სამოქალაქო კოდექსის 1300-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, თ.ვ-ის მეურვეობა შეუწყვიტა. საქმეში წარმოდგენილი ქ.თბილისის ნოტარიუს მ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება