1. სრულწლოვნის მზრუნველი შეიძლება განთავისუფლდეს თავისი მოვალეობისაგან სამზრუნველო პირის თხოვნით. ასეთ შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შეუძლია სამზრუნველო პირს მასთან შეთანხმებით მზრუნველად სხვა პირი დაუნიშნოს.
2. თუ მხარდაჭერის მიმღებს სურს, მხარდამჭერი თავისი მოვალეობისაგან განთავისუფლდეს, იგი შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები).
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.03.2015 კანონი №3339
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ას-1025-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2022
…ქმედით მექანიზმს დაწესებული მხარდაჭერის შეწყვეტისათვის ( სსკ-ის 13041 მუხლი), ისევე, როგორც ითვალისწინებს მხარდაჭერის მიმღების მოთხოვნის წარდგენას სასამართლოსათვის საკუთარი მოვალეობებისაგან მხარდამჭერის გათავისუფლების თაობაზე ( სსკ-ის 1301-ე მუხლის მე-2 ნაწილი) (სუსგ. №ას-982-914-2017, 14.05.2018წ.). 27. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას მხარდაჭერის მიმღების ჯანმრთელობის მდგომარეობის…
- საქმე №ას-1117-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2022
…ქმედით მექანიზმს დაწესებული მხარდაჭერის შეწყვეტისათვის ( სსკ-ის 13041 მუხლი), ისევე, როგორც ითვალისწინებს მხარდაჭერის მიმღების მოთხოვნის წარდგენას სასამართლოსათვის საკუთარი მოვალეობებისაგან მხარდამჭერის გათავისუფლების თაობაზე ( სსკ-ის 1301-ე მუხლის მე-2 ნაწილი) (შდრ. სუსგ. №ას-982-914-2017, 14.05.2018წ.). 12. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მხარდაჭერის მიმღებსა და მხარდამჭერს შორის არსებული…
- საქმე №ას-136-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2022
…ქმედით მექანიზმს დაწესებული მხარდაჭერის შეწყვეტისათვის ( სსკ-ის 13041 მუხლი), ისევე, როგორც ითვალისწინებს მხარდაჭერის მიმღების მოთხოვნის წარდგენას სასამართლოსათვის საკუთარი მოვალეობებისაგან მხარდამჭერის გათავისუფლების თაობაზე ( სსკ-ის 1301-ე მუხლის მე-2 ნაწილი) (იხ.: სუსგ. №ას-982-914-2017, 14.05.2018წ.). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ…
- საქმე №ას-533-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2020
…ქმედით მექანიზმს დაწესებული მხარდაჭერის შეწყვეტისათვის ( სსკ-ის 13041 მუხლი), ისევე, როგორც ითვალისწინებს მხარდაჭერის მიმღების მოთხოვნის წარდგენას სასამართლოსათვის საკუთარი მოვალეობებისაგან მხარდამჭერის გათავისუფლების თაობაზე ( სსკ-ის 1301-ე მუხლის მე-2 ნაწილი) (იხ.: სუსგ. №ას-982-914-2017, 14.05.2018წ.). 14. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს და ზემოთ მოხმობილი მსჯელობის საფუძველზე მიიჩნევს, რომ მ.ხ–ას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები არ არსებობს.
- საქმე №ას-211-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2020
…ქმედით მექანიზმს დაწესებული მხარდაჭერის შეწყვეტისათვის ( სსკ-ის 13041 მუხლი), ისევე, როგორც ითვალისწინებს მხარდაჭერის მიმღების მოთხოვნის წარდგენას სასამართლოსათვის საკუთარი მოვალეობებისაგან მხარდამჭერის გათავისუფლების თაობაზე ( სსკ-ის 1301-ე მუხლის მე-2 ნაწილი) (იხ.: სუსგ. №ას-982-914-2017, 14.05.2018წ.). 25. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობას მასზე, რომ, მხარდაჭერის მიმღების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სფეროებში მიზანშეწონილია მხარდამჭერად განმცხადებლის დანიშვნა.
- საქმე №ას-982-914-2017(b) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.05.2017
- საქმე №140224016001272584 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 14.05.2018
- საქმე №170211918002531897 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 06.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება