1. მზრუნველობა შეწყდება:
ა) თუ გარდაიცვალა სამზრუნველო პირი;
ბ) თუ სამზრუნველო არასრულწლოვანმა პირმა მიაღწია სრულწლოვანებას;
გ) თუ სამზრუნველო არასრულწლოვანი პირი დაქორწინდა;
დ) სხვა სამზრუნველო პირების მიმართ
–
თუ მოისპო მიზეზი, რომელმაც გამოიწვია მზრუნველის დანიშვნა.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებულ შემთხვევებში მზრუნველობა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილები
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-804-1019-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.12.2008
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1304-ე მუხლით და მიიჩნია, რომ გრ.გ-ის მიმართ ნ.ქ-ას მზრუნველობა სავსებით კანონიერად შეწყდა, რადგან ის საფუძველი, რის გამოც მზრუნველობა დაინიშნა, აღარ არსებობს.
- საქმე №ას-1103-1305-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2005
რაც შეეხება მეურვეობის შეწყვეტის მოთხოვნას, სასამართლომ მიუთითა, რომ, სამოქალაქო კოდექსი 1304-ე მუხლის თანახმად, მზრუნველობა შეწყდება იმ მიზეზის აღმოფხვრის გამო, რამაც გამოიწვია მზრუნველის დანიშვნა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება