1. მეურვეობა შეწყდება:
ა) თუ გარდაიცვალა სამეურვეო პირი;
ბ) თუ არასრულწლოვანმა სამეურვეო პირმა 7 წლის ასაკს მიაღწია;
გ) თუ სამეურვეო არასრულწლოვანი პირის, რომელსაც არ შესრულებია შვიდი წელი, მშობელს აღუდგა მშობლის უფლებები და მოვალეობები;
დ) (ამოღებულია - 20.03.2015, №3339).
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში მეურვეობა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით.
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.03.2015 კანონი №3339
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ას-59-54-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2015
ქ-ის მეურვე აღარ იყო, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1302-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, მეურვეობა წყდება სამეურვეო პირის გარდაცვალებით.
- საქმე №ბს-647-614(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.10.2007
…განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 1276-ე მუხლის შესაბამისად, მეურვეობა წესდება ბავშვზე, რომელსაც არ მიუღწევია 7 წლის ასაკისათვის, ან პირზე, რომელიც სასამართლოს მიერ აღიარებულია ქმედუუნაროდ სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო. ამავე კოდექსის 1302-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის მიხედვით, მეურვეობა შეწყდება, თუU გარდაიცვალა სამეურვეო პირი.
- საქმე №3გ-ად-241-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.05.2002
ამასთან, კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1302-ე მუხლის თანახმად მეურვეობა კანონით დადგენილ წესით გაუქმებული არ იყო. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
- საქმე №ა-4585-შ-123-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
…რომ მეურვეობა წესდება ბავშვზე, რომელსაც 7 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია. თავის მხრივ, ქართული კანონმდებლობით დადგენილია, რომ მეურვეობის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი არასრულწლოვანი სამეურვეო პირის მიერ 7 წლის ასაკის მიღწევაა (იხ. სსკ-ის 1302.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი) შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებისა და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლების შესწავლით ირკვევა, რომ დ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება