1. მეურვეს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:
ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს შინაპატიმრობას, ვადიან თავისუფლების აღკვეთას ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ან თუ სასამართლო მას უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს, გარდაცვლილად გამოაცხადებს ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობს, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;
ბ) დაარღვევს ინტერესთა კონფლიქტის ამ კანონით დადგენილ ნორმებს;
გ) ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ განახორციელებს მეურვის უფლებამოსილებას;
დ) 1 კალენდარული წლის განმავლობაში 3 თვეზე მეტი ხნით არ ან ვერ განახორციელებს მეურვის უფლებამოსილებას;
ე) საკუთარი ნებით, თავისივე წერილობითი განცხადებით გადადგება თანამდებობიდან – განცხადების საქართველოს პარლამენტში ოფიციალურად წარდგენის (ჩაბარების) დღიდან;
ვ) გარდაიცვლება – გარდაცვალების დღიდან.
2. (ამოღებულია - 06.12.2018, №3878).
3. (ამოღებულია - 06.12.2018, №3878).
4. (ამოღებულია - 06.12.2018, №3878).
5. (ამოღებულია - 06.12.2018, №3878).
6. (ამოღებულია - 06.12.2018, №3878).
7. (ამოღებულია - 06.12.2018, №3878).
8. (ამოღებულია - 06.12.2018, №3878).
საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №833 – ვებგვერდი, 25.07.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3373 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №952 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3878 - ვებგვერდი, 14.12.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 06.12.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 06.12.2018 კანონი №3878
- 01.06.2017 კანონი №952
- 20.03.2015 კანონი №3373
- 12.07.2013 კანონი №833
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.12.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 27. მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა 1. მეურვეს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ: ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს შინაპატიმრობას, ვადიან თავისუფლების აღკვეთას ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ან თუ სასამართლო მას უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს, გარდაცვლილად გამოაცხადებს ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობს, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან; ბ) დაარღვევს ინტერესთა კონფლიქტის ამ კანონით დადგენილ ნორმებს; გ) ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ განახორციელებს მეურვის უფლებამოსილებას; დ) 1 კალენდარული წლის განმავლობაში 3 თვეზე მეტი ხნით არ ან ვერ განახორციელებს მეურვის უფლებამოსილებას; ე) საკუთარი ნებით, თავისივე წერილობითი განცხადებით გადადგება თანამდებობიდან – განცხადების საქართველოს პარლამენტში ოფიციალურად წარდგენის (ჩაბარების) დღიდან; ვ) გარდაიცვლება – გარდაცვალების დღიდან. 2. (ამოღებულია - 06.12.2018, №3878). 3. (ამოღებულია - 06.12.2018, №3878). 4. (ამოღებულია - 06.12.2018, №3878). 5. (ამოღებულია - 06.12.2018, №3878). 6. (ამოღებულია - 06.12.2018, №3878). 7. (ამოღებულია - 06.12.2018, №3878). 8. (ამოღებულია - 06.12.2018, №3878). საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი № 833 – ვებგვერდი, 25 .07.2013წ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მაუწყებლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 5, 18/01/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება