1. გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 6 წლის ვადით, რომელიც იწყება წინა გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს, ხოლო თუ იგი თანამდებობაზე დაინიშნა გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო – მისი დანიშვნის მომენტიდან. გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადა იწურება მისი დანიშვნიდან 6 წლის თავზე, იმ თვის იმ რიცხვის წინა დღეს, რომელი თვის რომელ რიცხვშიც დაიწყო იგი.
2. გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, სამეურვეო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად.
3. გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად განცხადებები და წარდგინებები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველას, ვინც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს.
4. გენერალური დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაუწყებელში ან/და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
5. გენე
რალური დირექტორის კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 3 კალენდარული დღის ვადაში სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს კანდიდატთა სიას და მომდევნო 7 დღის განმავლობაში ნიშნავს გენერალურ დირექტორს.
6. სამეურვეო საბჭო გენერალურ დირექტორთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას.
7. გენერალური დირექტორი ხელმძღვანელობს ამ კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებით და გენერალურ დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით, წარმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას, წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
საქართველოს 2005 წლის 20 მაისის კანონი №1475 - სსმ I, №23, 25.05.2005წ., მუხ.160
საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №833 – ვებგვერდი, 25.07.2013წ.
საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3461 – ვებგვერდი, 21.07.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 03.07.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 03.07.2023 კანონი №3461
- 12.07.2013 კანონი №833
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.06.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 32. გენერალური დირექტორი 1. გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 6 წლის ვადით, რომელიც იწყება წინა გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს, ხოლო თუ იგი თანამდებობაზე დაინიშნა გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო – მისი დანიშვნის მომენტიდან. გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადა იწურება მისი დანიშვნიდან 6 წლის თავზე, იმ თვის იმ რიცხვის წინა დღეს, რომელი თვის რომელ რიცხვშიც დაიწყო იგი. 2. გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, სამეურვეო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად. 3. გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად განცხადებები და წარდგინებები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველას, ვინც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს. 4. გენერალური დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივირომელსაც აღიარებისააქვს დაუმაღლესი ნდობისგანათლება მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მუშაობის არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულარანაკლებ ცოტა5 3წლის წლისაგამოცდილება და მაუწყებელში ან/და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლისა.წლის გამოცდილება. 5. გენერალურიგენე რალური დირექტორის კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 3 კალენდარული დღის ვადაში სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს კანდიდატთა სიას და მომდევნო 7 დღის განმავლობაში ნიშნავს გენერალურ დირექტორს. 6. სამეურვეო საბჭო გენერალურ დირექტორთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას. 7. გენერალური დირექტორი ხელმძღვანელობს ამ კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებით და გენერალურ დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით, წარმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას, წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში. საქართველოს 2005 წლის 20 მაისის კანონი №1475 - სსმ I, №23, 25.05.2005წ., მუხ.160
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მაუწყებლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 5, 18/01/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება