1. სამეურვეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე მეურვეთა ხმების უმრავლესობით, თუ რაიმე საკითხის გადასაწყვეტად ამ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი.
2. სამეურვეო საბჭოს სხდომა იმართება არანაკლებ თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომას იწვევს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, მეურვეთა არანაკლებ ერთი მესამედის, გენერალური დირექტორის ან საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორის მოთხოვნით, მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა.
3. მეურვეს სამეურვეო საბჭოს მომავალი სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ უნდა ეცნობოს სხდომამდე სულ ცოტა 3 სამუშაო დღით ადრე.
4. სამეურვეო საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ მეურვეს აქვს 1 ხმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
5. გენერალურ დირექტორს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორს და დამოუკიდებელ აუდიტორს უფლება აქვთ, დაესწრონ სამეურვეო საბჭოს სხდომას. სამეურვეო საბჭო ვალდებულია მოუსმინოს მათ და განიხილოს მათ მიერ დასმული საკითხები.
6. სამეურვეო საბჭო და მისი თავმჯდომარე უფლებამოსილი არიან, საბჭოს სხდომაზე მოიწვიონ საზოგადოებრივი მაუწყებლის ნებისმიერი თანამშრომელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორი და დამოუკიდებელი აუდიტორი. ისინი ვალდებული არიან, დაესწრონ სხდომას და პასუხი გასცენ საზოგადოებრივ მაუწყებელში მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს.
7. სამეურვეო საბჭოს ღია სხდომაზე დასწრებისა და აზრის გამოხატვის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №833 – ვებგვერდი, 25.07.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 12.07.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 12.07.2013 კანონი №833
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.12.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 28. სამეურვეო საბჭოს სხდომა 1. სამეურვეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე მეურვეთა ხმების უმრავლესობით, თუ რაიმე საკითხის გადასაწყვეტად ამ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი. 2. სამეურვეო საბჭოს სხდომა იმართება არანაკლებ თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომას იწვევს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, მეურვეთა არანაკლებ ერთი მესამედის, გენერალური დირექტორის ან საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორის მოთხოვნით, მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა. 3. მეურვეს სამეურვეო საბჭოს მომავალი სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ უნდა ეცნობოს სხდომამდე სულ ცოტა 3 სამუშაო დღით ადრე. 4. სამეურვეო საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ მეურვეს აქვს 1 ხმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 5. გენერალურ დირექტორს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორს და დამოუკიდებელ აუდიტორს უფლება აქვთ, დაესწრონ სამეურვეო საბჭოს სხდომას. სამეურვეო საბჭო ვალდებულია მოუსმინოს მათ და განიხილოს მათ მიერ დასმული საკითხები. 6. სამეურვეო საბჭო და მისი თავმჯდომარე უფლებამოსილი არიან, საბჭოს სხდომაზე მოიწვიონ საზოგადოებრივი მაუწყებლის ნებისმიერი თანამშრომელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორი და დამოუკიდებელი აუდიტორი. ისინი ვალდებული არიან, დაესწრონ სხდომას და პასუხი გასცენ საზოგადოებრივ მაუწყებელში მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს. 7. სამეურვეო საბჭოს ღია სხდომაზე დასწრებისა და აზრის გამოხატვის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი № 833 – ვებგვერდი, 25 .07.2013წ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მაუწყებლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 5, 18/01/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება