1. მეურვე და მზრუნველი მოვალენი არიან იცხოვრონ სამეურვეო (სამზრუნველო) არასრულწლოვან პირთან ერთად. ცალკეულ შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ნებართვით შეიძლება მზრუნველისა და სამზრუნველო პირის ცალ-ცალკე ცხოვრება, თუ აღნიშნული ორგანო მივა იმ დასკვნამდე, რომ მათი ცალ-ცალკე ცხოვრება უარყოფით გავლენას არ მოახდენს სამზრუნველო პირის აღზრდაზე, მისი უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე.
2. მეურვე და მზრუნველი ვალდებულნი არიან საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის შესახებ აცნობონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობა არ ეკისრება ქმედუნარიანი სრულწლოვნის მზრუნველს და სრულწლოვნის მხარდამჭერს, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.03.2015 კანონი №3339
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ას-654-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2020
განსახილველ შემთხვევაში სწორედაც უხეში გაუფრთხილებლობა გამოვლენილი, რადგან საჯარიმო ქვითრით უტყუარად დადგენილია, რომ მძღოლმა დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 1271 მუხლის მე-6 ნაწილი, რაც გულისხმობს:,,საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის (გარდა ამ კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წესების დარღვევა, ან არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის…
- საქმე №ბს-647-614(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.10.2007
კასატორთა განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 1291-ე მუხლი სამეურვეო პირთან ერთად ცხოვრების ვალდებულებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევისათვის, როდესაც საუბარია არასრულწლოვან სამეურვეო პირზე.
- საქმე №040210018002406785 · ცაგერის რაიონული სასამართლო · 26.07.2019
კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები: - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე, 1199-ე, 1197-ე, 1198-ე, 1275-ე, 1277-ე, 1291-ე, 1204-ე მუხლები - გაეროს ბავშვის უფლებების შესახებ კონვენცია 6. სამართლებრივი შეფასება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1.
- საქმე №330210017001946047 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.01.2019
კანონები, რომლითაც სასა----თლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1205-ე, 1209-ე, 1276-ე, 1281-ე, 1291-ე, 1294-ე მუხლები. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებათა კონვენციის (21.04.1994წ.) მე-3, მე-14- მე-18 მუხლები 6.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება