ბავშვი შვილად აყვანას ექვემდებარება, თუ:
ა) მისი მშობელი (მშობლები) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა;
ბ) მას არ ჰყავს არც ერთი მშობელი;
გ) იგი აღიარებული იქნა მიტოვებულ ბავშვად;
დ) მის მშობელს (მშობლებს) ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) მშობლის უფლება;
ე) ყველა მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა მის გაშვილებაზე დადგენილი წესით.
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414
საქართველოს
2009
წლის
დეკემბრის
კანონი
№2382 -
სსმ
I, №50, 31.12.2009
წ
.,მუხ
.399
საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6494 – ვებგვერდი, 02.07.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის
კანონი
№748
- ვებგვერდი, 24.05.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.05.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 04.05.2017 კანონი №748
- 20.03.2015 კანონი №3339
- 19.06.2012 კანონი №6494
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ას-1429-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.06.2022
შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში შემოწმებას აღარ ექვემდებარება ის მოთხოვნები, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილია ბავშვის შვილად აყვანისთვის [მაგალითად, სსკ-ის 1254-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნა, რომლის თანახმად, ბავშვი შვილად აყვანას ექვემდებარება, თუ ყველა მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა მის გაშვილებაზე დადგენილი წესით].
- საქმე №ას-1264-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.10.2021
ამასთან, სსკ-ის 1254-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ბავშვი შვილად აყვანას ექვემდებარება, თუ ყველა მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა მის გაშვილებაზე დადგენილი წესით.
- საქმე №330210818002735202 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.12.2018
სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე, 62-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1254-ე, 1258-ე, 1264-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243- 244-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, 310-ე მუხლის,,ზ” ქვეპუნქტით,
- საქმე №200210818002282573 · თელავის რაიონული სასამართლო · 27.02.2018
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1239-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1250-ე, 1254-ე, 1258-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243- 244-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, 349- 351-ე, 369-ე მუხლებით და გ ა დ ა წ
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება