სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
საქმე №ას-1264-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.10.2021
…მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო. 42. ამასთან, სსკ-ის 1254-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ბავშვი შვილად აყვანას ექვემდებარება, თუ ყველა მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა მის გაშვილებაზე დადგენილი წესით. სსკ-ის 1251-ე მუხლის თანახმად, მშობლის მიერ ბავშვის გაშვილებაზე თანხმობის მიცემის წესი განისაზღვრება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქმე №ას-1232-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.06.2020
…საკითხზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს გაუმართლებლად მიაჩნია, ვინაიდან ბავშვის ბიოლოგიურ მამას, მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა მ–ა ქ–თან, არ განუცხადებია უარი თავისი შვილის მამობაზე. სსკ-ის 1251-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ბავშვის გასაშვილებლად, რომელსაც მშობლები ჰყავს, აუცილებელია მათი თანხმობა.
საქმე №ას-710-1083-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2007
…კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ მიუთითა რა შვილად ასაყვანის ბიოლოგიური დედის უფლებებთან დაკავშირებით, არ გაითვალისწინა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება გამშვილებლის _ დედის თანხმობის თაობაზე (ს.ფ. 42-43). სამოქალაქო კოდექსის 1251-ე მუხლის დანაწესების გათვალისწინებით სასამართლომ სათანადო შეფასება უნდა მისცეს დასახელებულ მტკიცებულებას.
საქმე №ვ-810-შ-50-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.01.2007
…უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები, ამავე მუხლის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება. საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1251-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ ბავშვის გასაშვილებლად, რომელსაც მშობლები ჰყავს აუცილებელია მათი თანხმობა.
…გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს გაუმართლებლად მიაჩნია, ვინაიდან ბავშვის ბიოლოგიურ მამას მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა მ---- ქრიასტესიაშვილთან, არ განუცხადებია უარი თავისი შვილის მამობაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1251-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ბავშვის გასაშვილებლად, რომელსაც მშობლები ჰყავს, აუცილებელია მათი თანხმობა.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1251, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1251/