1. შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტოს ნებისმიერი ტერიტორიული სამსახური, განმცხადებლის სურვილისამებრ.
11. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია საზღვარგარეთ შეიძლება განახორციელოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ან საკონსულო დაწესებულებამ.
2. სასამართლო ვალდებულია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში აცნობოს თავისი გადაწყვეტილება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს.
3. შვილება ნამდვილია სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №179 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.79
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2626 - სსმ I, №3, 16.01.2006წ., მუხ.20
საქართველოს
2009
წლის
დეკემბრის
კანონი
№2382 -
სსმ
I, №50, 31.12.2009
წ
.,მუხ
.399
საქართველოს 2010
წლის 1
ოქტომბრის კანონი №3657 -
სსმ I, №53, 11.10.2010
წ.,მუხ.341
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4055 - სსმ I, №76,29.12.2010 წ., მუხ.4
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.10.2010-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 01.10.2010 კანონი №3657
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ას-950-900-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.03.2016
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა 1985 წლის 23 იანვრისათვის მოქმედი საქართველოს საქორწინო და საოჯახო კოდექსის 101-ე, 109-ე 113-ე მუხლებით, ასევე ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1244-ე მუხლით და დადგენილად მიიჩნია, რომ ქობულეთის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა, ანუ იმ პერიოდისათვის უფლებამოსილმა ორგანომ, მ.
- საქმე №330210018002451672 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.12.2019
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1239-ე, 1507-ე, 1240-ე, 1244-ე, 1187-ე, 1198-ე მუხლები. 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. მოსარჩელე მ---------------–--ლმა 2--- წლის 1-------რს გარდაცვლილი ა------------------–--ლის მიერ მისი…
- საქმე №820210018002342073 · ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო · 16.06.2018
…კოდექსის 1242-ე მუხლის თანახმად, შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილებას მშვილებლის განცხადებით იღებს სასამართლო მშვილებლის ან შვილად ასაყვანის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის შემდეგ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1244-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, (გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მოქმედი რედაქციით) გადაწყვეტილება შვილად აყვანის შესახებ ექვემდებარება რეგისტრაციას მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.
- საქმე №080210818002402010 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 18.05.2018
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1239-ე, 1242-ე, 1250-ე, 1258, 1244-ე მუხლები,6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქრთველოს სამოქალაქო კოდექსის 1239-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით სრულწლოვანი პირის შვილება შესაძლებელია, თუ მშვილებელსა…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება