1. შვილად აყვანა არ შეიძლება რაიმე პირობით, ვადაზე მითითებით ან წარმომადგენლის მეშვეობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება მშვილებლის უფლებაზე, წარმოდგენილ იქნეს სასამართლო წარმოებისას ადვოკატის მიერ.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება მშვილებლის უფლებაზე, მოიძიოს და მოიპოვოს აკრედიტებული სააგენტოების დახმარება შვილად აყვანის პროცედურების დროს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად.
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.4
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №210210016001400750 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.08.2018
განსახილველი ფაქტობრივი სინამდვილის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, შვილიშვილები არ შეიძლება მიჩნეულ იქნენ რჩენაზე ვალდებულ პირებად, ვინაიდან სკ-ის 1243-ე მუხლის თანახმად, შვილიშვილი, რომელსაც საკმაო სახსრები აქვს, მოვალეა არჩინოს თავისი შრომისუუნარო პაპა და ბებია, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, თუ მათ არ შეუძლიათ მიიღონ სარჩო თავისი შვილისაგან ან ერთმანეთისაგან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება