1. მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები. საპატიო მიზეზის არსებობისას სასამართლომ შესაძლებელია შეცვალოს ეს ასაკობრივი სხვაობა.
2. მშვილებელსა და 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 49 წელზე მეტი (ზედა ასაკობრივი ზღვარი). გამონაკლის შემთხვევაში მშვილებელსა და 7 წლიდან 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა შესაძლებელია იყოს 49 წელზე მეტი, თუ ეს შეესაბამება ბავშვის ინტერესებს. ზედა ასაკობრივი ზღვარი არ ვრცელდება დაქორწინებულ მშვილებლებზე, როდესაც ერთ-ერთი მათგანი აკმაყოფილებს ამ ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს.
3. შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირის მიერ ბავშვის შვილად აყვანის დროს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვები არ მოქმედებს.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის
კანონი
№748
- ვებგვერდი, 24.05.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.05.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 04.05.2017 კანონი №748
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(17)
- საქმე №ა-1503-შ-49-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2026
…შვილება შესაძლებელია, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია, ასევე სამოქალაქო კოდექსის 1250-ე მუხლის პირველ ნაწილის გათვალისწინებით - მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები).
- საქმე №ა-2954-შ-75-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.07.2025
…შვილება შესაძლებელია, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია, ასევე სამოქალაქო კოდექსის 1250-ე მუხლის პირველ ნაწილის გათვალისწინებით - მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები).
- საქმე №ა-2544-შ-70-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.06.2023
1246-ე მუხლის მე-2 ნაწილი), აგრეთვე მშვილებლისა და შვილად აყვანილს შორის ასაკობრივი სხვაობა აკმაყოფილებს სსკ-ის 1250-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნას (მშვილებელი უფროსი უნდა იყოს შვილად ასაყვანზე თექვსმეტი წლით მაინც) (იხ.
- საქმე №ა-5201-შ-140-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.11.2022
1246-ე მუხლის მე-2 ნაწილი), აგრეთვე მშვილებლისა და შვილად აყვანილს შორის ასაკობრივი სხვაობა აკმაყოფილებს სსკ-ის 1250-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნას (მშვილებელი უფროსი უნდა იყოს შვილად ასაყვანზე თექვსმეტი წლით მაინც) (იხ.
- საქმე №ა-3395-შ-93-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.08.2021
…ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელიც ქორწინების ზოგადი შედეგების მიმართ გამოიყენება; სსკ-ის 1239-ე მუხლის 2-ე ნაწილი; 1246-ე მუხლის 2-ე ნაწილი;), აგრეთვე მშვილებლისა და შვილად აყვანილს შორის ასაკობრივი სხვაობა აკმაყოფილებს სსკ-ის 1250-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნას (მშვილებელი უფროსი უნდა იყოს შვილად ასაყვანზე თექვსმეტი წლით მაინც). 11.
- საქმე №ა-2590-შ-66-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2021
- საქმე №ა-1206-შ-26-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.03.2021
- საქმე №ა-3189-შ-69-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2020
- საქმე №ა-1239-შ-32-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2020
- საქმე №ა-3643-შ-93-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.07.2019
- საქმე №ა-216-შ-11-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.05.2019
- საქმე №ა-589-შ-16-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.03.2017
- საქმე №ა-2683-შ-66-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.08.2016
- საქმე №010222219900019797 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 29.05.2019
- საქმე №160210817001861691 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.01.2019
- საქმე №080210818002402010 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 18.05.2018
- საქმე №200210818002282573 · თელავის რაიონული სასამართლო · 27.02.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება