1. სრულწლოვნის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაცია, აგრეთვე მისი გვარის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ ამ პირის თანხმობით, ხოლო თუ ეს პირი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად – სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა საჭირო არ არის, თუ მამობის დადგენის რეგისტრაცია ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
3. სრულწლოვანი პირის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაციისას მისი გვარის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მამობის დადგენასთან ერთად პირისათვის გვარის შეცვლის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაშია მითითებული.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3347 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2149 – ვებგვერდი, 01.05.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.04.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 18.04.2018 კანონი №2149
- 20.03.2015 კანონი №3347
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (14.12.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 35. სრულწლოვანი პირის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაცია 1. სრულწლოვნის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაცია, აგრეთვე მისი გვარის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ ამ პირის თანხმობით, ხოლო თუ ეს პირი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად – სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა საჭირო არ არის, თუ მამობის დადგენის რეგისტრაცია ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 3. სრულწლოვანი პირის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაციისას მისი გვარის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მამობის დადგენასთან ერთად პირისათვის გვარის შეცვლის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაშია მითითებული.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-447(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2026
საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1930 წლის 31 მარტის №6 დადგენილებით დამტკიცებული და სამოქმედოდ შემოღებული საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, ბავშვის დედ-მამა ჩაიწერება დაბადების სარეგისტრაციო დავთარში, 35-ე მუხლის თანახმად, უკუთე ბავშვის მშობლები ჩაწერილები არ არიან, ან უკეთუ ჩანაწერი მათ შესახებ არ არის სწორი ან სრული, დაინტერესებულ პირთ უფლება აქვთ დაამტკიცონ არ უარყონ დედობა ან მამობა სასამართლო წესით.
- საქმე №ბს-1088(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.02.2026
კასატორი ასევე მიუთითებს,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, 32-ე, 35-ე, მე-40, 42-ე, 44-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ სააგენტო სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობას გასცეს სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება