1. განქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლება აქვთ:
ა) განქორწინების მსურველ მეუღლეებს ერთობლივად;
ბ) ერთ - ერთ მეუღლეს, თუ:
ბ.ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ;
ბ.ბ) მეორე მეუღლე სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო - უკვლოდ დაკარგულად;
ბ.გ) (ამოღებულია - 20.03.2015, №3347);
ბ.დ) მეორე მეუღლე დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით ვადით არანაკლებ 3 წლისა.
2. განქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება მიმართოს განქორწინების მსურველი მეუღლის (მეუღლეების) წარმომადგენელმა. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3347 - ვებგვერდი, 31.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.03.2015 კანონი №3347
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.12.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 56. განქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უ ფლებამოსილება 1. განქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლება აქვთაქვთ: :ა) ა ) განქორწინების მსურველ მეუღლეებს ერთობლივად; ბბ) ) ერთ - ერთ მეუღლეს, თუ: ბ.ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ; ბ.ბ) მეორე მეუღლე სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო - უკვლოდ დაკარგულად; ბ.გ) (ამოღებულია - 20.03.2015, №3347); ბ.დ) მეორე მეუღლე დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით ვადით არანაკლებ 3 წლისაწლისა. . 2. განქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება მიმართოს განქორწინების მსურველი მეუღლის (მეუღლეების) წარმომადგენელმა. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-1444-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2024
…აქვს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება განქორწინების ან მეორე მეუღლის უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადების შესახებ ან განაჩენი მეორე მეუღლისათვის არანაკლებ სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდების შესახებ ( „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ.ა“-„ბ.დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად).
- საქმე №ბს-1206(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.08.2020
აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორები (მოპასუხეები) „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-82-ე მუხლებზე და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანების 56-ე და 59-ე მუხლებზე მითითებით განმარტავენ, რომ, მართალია, სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით, თუმცა ტერიტორიული ქვემდებარეობის პრინციპი არ მოქმედებს შესწორების საქმისწარმოებისას.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება