1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით.
2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.
3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
4. განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო, როცა აუცილებელია, იღებს ზომებს მცირეწლოვანი შვილებისა და შრომისუუნარო მეუღლის ინტერესების დასაცავად.
5. განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე განსახორციელებელ განქორწინების რეგისტრაციაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა.
საქართველოს 2018 წლის 27
ივნისის
კანონი №2635
–
ვებგვერდი, 06.07.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.06.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 27.06.2018 კანონი №2635
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(342)
- საქმე №ას-1031-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
…სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 04 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.ყ–მა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით. 5.2 კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,,სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად;
- საქმე №ას-1335-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.11.2025
…როგორც დაქორწინებისათვის, ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, განქორწინება ხდება სასამართლო წესით ( სსკ-ის 1123-ე მუხლი). 8.2. სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.
- საქმე №ას-74-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.03.2025
…- პატიმრობა, რომელიც შემდგომში შეიცვალა გირაოთი. 1.4. მოპასუხე განქორწინების წინააღმდეგია და ოჯახის აღდგენა სურს. 1.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
- საქმე №ას-1485-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.01.2025
დავის არსის მოკლე მიმოხილვის გრაფაში მითითებული იყო მხარეებს შორის პრობლემის არსებობის შესახებ, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 1122-ე და 1127-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას. 8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა.
- საქმე №ას-730-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.07.2024
საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე ასევე განმარტა, რომ სსკ-ს 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.
- საქმე №ას-516-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.07.2024
- საქმე №ას-1444-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2024
- საქმე №ას-10-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2024
- საქმე №ა-1025-შ-25-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2024
- საქმე №ა-3606-შ-92-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2023
- საქმე №ას-1260-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.03.2023
- საქმე №ას-84-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.03.2023
- საქმე №ას-1258-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2022
- საქმე №ას-210-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.08.2022
- საქმე №ას-733-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.03.2022
- საქმე №ას-527-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2021
- საქმე №ას-381-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2021
- საქმე №ას-472-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2021
- საქმე №ას-1013-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.04.2021
- საქმე №ას-449-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.03.2021
- საქმე №ას-777-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2021
- საქმე №ას-103-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.06.2020
- საქმე №ას-813-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.02.2020
- საქმე №ას-1238-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2020
- საქმე №ას-1831-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2019
- საქმე №ას-766-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.08.2019
- საქმე №ას-47-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.05.2019
- საქმე №ას-963-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2019
- საქმე №ას-735-735-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.02.2019
- საქმე №ას-70-70-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.12.2018
- საქმე №ას-1167-1122-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2017
- საქმე №ას-1194-1154-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2017
- საქმე №ას-103-96-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.03.2015
- საქმე №ას-1431-1350-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2012
- საქმე №ას-927-870-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.09.2012
- საქმე №ას-167-161-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2012
- საქმე №ას-1632-1622-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.01.2012
- საქმე №ას-1489-1498-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.11.2011
- საქმე №ას-811-864-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2011
- საქმე №ას-544-514-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2011
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 342-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება