მუხლი 142. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა
სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლი · სკ 142
1. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.
2. თუ დადასტურება შეეხება პერიოდულად განმეორებად მოქმედებებს, რომლებიც მომავალში უნდა შესრულდეს, მაშინ მათ მიმართ გამოიყენება 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(156)
საქმე №ბს-447(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2026
მოცემულ დოკუმენტში არ არის მითითებული ინფორმაცია მისი კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ, ასევე მისი გაცემის თარიღი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ამავე კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.
საქმე №ას-1226-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის, როგორც სპეციალური მოწესრიგების შინაარსი ასევე ვლინდება ამავე კოდექსის 142-ე მუხლიდანაც. კანონმდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადის განსაზღვრისას, ადგენს, რომ სასამართლოს კანონიერ…
საქმე №ას-359-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
კერძოდ, დავის საგანს წარმოადგენდა სასამართლოს მიერ დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის სპეციალურ ვადა ( სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლი) და არა პერიოდულად განმეორებადი მოქმედებები, რომლებიც მომავალში უნდა შესრულდეს, რომელთა მიმართ ამავე განჩინებითაა დადგენილი, რომ გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობა.
საქმე №ბს-428(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
სააპელაციო პალატამ მიუთითა,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-2, 25-ე, 34-ე მუხლებზე, 2010 წლის 29 დეკემბერს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 30-ე, 41-ე, 42-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ათწლიანი ვადის ათვლა უკავშირდება შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას.
საქმე №ბს-1281(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.08.2025
აღნიშნული თვალსაზრისით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სკ-ის 128-ე, 130-ე, 142-ე, 1005-ე და 1008-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ სარჩელის სასამართლოში წარდგენის თარიღისათვის – 04.08.2022წ.
საქმე №ას-545-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2025
საქმე №ბს-557(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.07.2025
საქმე №ბს-1156(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.06.2025
საქმე №ბს-194(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.05.2025
საქმე №ბს-1007(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2025
საქმე №ას-1134-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2025
საქმე №ას-131-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.01.2025
საქმე №ას-930-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.11.2024
საქმე №ას-732-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
საქმე №ას-1444-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2024
მუხლი 11. საქმის შესწავლის ხანდაზმულობის ვადა— კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საქმის მოკვლევის, საჩივრის/განცხადების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 142, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-142/