1. ხანდაზმულობის ვადა ჩერდება იმ შემთხვევაში, თუ 132-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები წარმოიშვა ან განაგრძობდა არსებობას ხანდაზმულობის ვადის უკანასკნელი ექვსი თვის ფარგლებში; ხოლო თუ ეს ვადა ექვს თვეზე ნაკლებია,–
ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში.
2. იმ გარემოებების შეწყვეტის დღიდან, რომლებიც საფუძვლად დაედო ხანდაზმულობის ვადის შეჩერებას, ხანდაზმულობა გაგრძელდება ექვს თვემდე; ხოლო თუ ხანდაზმულობის ვადა ექვს თვეზე ნაკლებია,–
ხანდაზმულობის ვადამდ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.12.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 136. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების მომენტი 1. ხანდაზმულობის ვადა ჩერდება იმ შემთხვევაში, თუ 132-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები წარმოიშვა ან განაგრძობდა არსებობას ხანდაზმულობის ვადის უკანასკნელი ექვსი თვის ფარგლებში; ხოლო თუ ეს ვადა ექვს თვეზე ნაკლებია, _– ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში. 2. იმ გარემოებების შეწყვეტის დღიდან, რომლებიც საფუძვლად დაედო ხანდაზმულობის ვადის შეჩერებას, ხანდაზმულობა გაგრძელდება ექვს თვემდე; ხოლო თუ ხანდაზმულობის ვადა ექვს თვეზე ნაკლებია, _– ხანდაზმულობის ვადამდე.ვადამდ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(26)
- საქმე №ბს-581(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.12.2023
…ძირითადი საშუალება მთლიანად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ექსპლუატაციაში გადაეცა, ხოლო ბიოლოგიურ აქტივზე გაწეული ხარჯი გამოიქვითება იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ფაქტობრივად იქნა გაწეული. ამავე კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
- საქმე №ბს-470(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.09.2023
…საბანკო ამონაწერები და სხვა). მათ შორის განხორციელდა გადამხდელის სავაჭრო და საფასო პოლიტიკის შესწავლა და ა. შ. შედეგად გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. მეწარმე არ აწარმოებს აღრიცხვას საგადასახადო კანონმდებლობის (მ.შ. სსკ-ის 136-ე მუხლის 1- ლი და მე-3 ნაწილების) მოთხოვნების შესაბამისად. 2. შემოსავლების ნახევარზე მეტი აღირიცხება და ფიქსირდება მხოლოდ საკონტროლო სალარო აპარატით.
- საქმე №ბს-1020(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2022
…წლის 19 ნოემბრამდე (გ.ბ-ის გარდაცვალების თარიღი -...წ.). ამ დროისათვის გამოუყენებელი შვებულების საკომპენსაციო თანხის მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ამოწურვამდე - 2015 წლის 01 ივნისამდე, დარჩენილი იყო ექვს თვეზე მეტი. სკ-ის 136.1 მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების განმაპირობებელი გარემოებები წარმოიშვა ან…
- საქმე №ბს-870-866(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.03.2018
…ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა (შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპებს განმარტავდა 2011 წლამდე მოქმედი სსკ-ის 199-ე მუხლი). სსკ-ის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა დადასრულებაზე.
- საქმე №ას-64-58-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2015
სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე სადგომის ქირავნობის ურთიერთობანი რეგულირებული იყო საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსით (1964 წლის რედაქცია), რომლის 290-ე მუხლით, საქართველოს სსრ-ის საბინაო კოდექსის 136-ე და 142-ე მუხლებით, რომლებიც არეგულირებდა ხელშეკრულების ფორმას, მისი დადების, ვადის განსაზღვრისა და შეწყვეტის წესს.
- საქმე №ას-931-889-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2013
- საქმე №ბს-1799-1767(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.12.2012
- საქმე №ას-646-609-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2012
- საქმე №ას-1080-1109-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.10.2011
- საქმე №ას-1241-1091-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.03.2011
- საქმე №ას-1215-1459-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.01.2006
- საქმე №ბს-659-246(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.12.2005
- საქმე №ბს-243-210-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.04.2005
- საქმე №ას-668-1319-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2004
- საქმე №3კ/1493-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.06.2003
- საქმე №3კ/1240-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.04.2003
- საქმე №3კ/1146-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2003
- საქმე №3კ/1315-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.03.2003
- საქმე №3გ-ად-224-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.11.2002
- საქმე №3გ-ად-222-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.11.2002
- საქმე №080310015781053 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 15.03.2018
- საქმე №080370017002187543 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 17.12.2018
- საქმე №020210018002200141 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 29.10.2018
- საქმე №330210119003004847 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 04.03.2020
- საქმე №080370017002187543 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 31.08.2018
- საქმე №240210116001409790 · სენაკის რაიონული სასამართლო · 23.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება