თუ მოთხოვნა მომდინარეობს შეზღუდულქმედუნარიანისაგან, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არ ჰყავს, ან მხარდაჭერის მიმღებისაგან, რომელსაც მხარდაჭერა სათანადო წესით არ გაეწია, ანდა მოთხოვნა მიმართულია აღნიშნული პირისადმი, ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულად ითვლება, სანამ ეს პირი სრული ქმედუნარიანი არ გახდება ან მას კანონიერი წარმომადგენელი ან მხარდამჭერი არ დაენიშნება.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.03.2015 კანონი №3339
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.12.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 134. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება ქმედუუნაროშეზღუდულქმედუნარიანის პირისდა მხარდაჭერის მიმღების მონაწილეობისას თუ მოთხოვნა მომდინარეობს ქმედუუნაროშეზღუდულქმედუნარიანისაგან, ანრომელსაც შეზღუდულიკანონიერი ქმედუნარიანობისწარმომადგენელი მქონეარ პირისაგან,ჰყავს, ან მხარდაჭერის მიმღებისაგან, რომელსაც კანონიერიმხარდაჭერა წარმომადგენელისათანადო არაწესით ჰყავს,არ გაეწია, ანდა მოთხოვნა მიმართულია ასეთიაღნიშნული პირებისადმი,პირისადმი, ხანდაზმულობის ვადავადის დენა შეჩერებულად ითვლება, ვიდრესანამ ეს პირი სრული ქმედუნარიანი არ გახდება,გახდება ან მას არკანონიერი დაენიშნებაწარმომადგენელი წარმომადგენელი.ან მხარდამჭერი არ დაენიშნება.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(84)
- საქმე №ას-1074-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2026
საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საკასაციო საჩივარში გაკეთებული აღნიშვნების მიუხედავად, სააპელაციო პალატას მხარეთა შორის ნარდობის ურთიერთობის არსებობა არ დაუდგენია მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაციის საფუძველზე, არამედ სადავო ფაქტობრივი გარემოება დადგინდა საქმის მასალებში წარმოდგენილი მთელი რიგი დოკუმენტაციის საფუძველზე, რომლებიც სამოქალაქო კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენს წერილობით მტკიცებულებებს. სახელდობრ, დადასტურებულია, რომ 2022 წლის 10 აგვისტოს მოპასუხე მერიის უფლებამოსილმა პირმა - მერმა, წერილობით მიმართა მოსარჩელე ბიუროს (წერილის ნომერი: 126-1262222254), სადაც მითითებულია შემდეგი: 2022 წლის 25 ივნისს ქ.
- საქმე №ას-1266-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2024
…სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 134-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წერილობით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
- საქმე №ას-405-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.12.2024
…სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 134-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წერილობით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
- საქმე №ას-113-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2023
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარის მიერ უკვე წარმოდგენილი მტკიცებულებების სრული მოცულობით და საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, მით უფრო, მოსამზადებელი სხდომის ეტაპზე, სრულად გამომდინარეობდა სსკ-ის 134-ე, მე-4, 102-ე, 103-ე მუხლების დანაწესიდან. 30.4. აპელანტებმა მოითხოვეს მოსამზადებელი სხდომის მთავარ სხდომაში გადაზრდის შესახებ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის…
- საქმე №ას-112-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.02.2021
იმ შემთხვევაშიც, თუ სახელშეკრულებო მოთხოვნაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, მოსარჩელესთან მიმართებით ხანდაზმულობის ვადა შეჩერებულია სსკ-ის 134-ე მუხლის თანახმად. სსკ-ის 135-ე მუხლით, დრო, რომლის განმავლობაშიც ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულია, ხანდაზმულობის ვადაში არ ჩაითვლება.
- საქმე №ას-589-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.06.2019
- საქმე №ას-456-456-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2018
- საქმე №ას-408-408-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2018
- საქმე №ბს-385-382(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2017
- საქმე №ას-1100-1036-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.01.2016
- საქმე №ას-197-184-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2015
- საქმე №ას-522-496-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.12.2014
- საქმე №ას-204-191-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2014
- საქმე №ას-1613-1514-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.02.2013
- საქმე №ას-486-460-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.04.2012
- საქმე №ბს-319-309(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2010
- საქმე №ბს-1114-1065(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2008
- საქმე №ას-623-957-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.10.2007
- საქმე №ას-457-846-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2006
- საქმე №ას-105-545-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2006
- საქმე №ას-1286-1522-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.07.2006
- საქმე №ბს-1384-959(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2006
- საქმე №ბს-1121-699(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.04.2006
- საქმე №ას-1177-1421-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.04.2006
- საქმე №ას-999-1250-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2006
- საქმე №ას-477-820-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.07.2005
- საქმე №ბს-1035-883-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.03.2005
- საქმე №ას-1260-1394-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2005
- საქმე №ბს-717-621-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.12.2004
- საქმე №ას-826-1068-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.11.2004
- საქმე №ბს-11-218-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.11.2003
- საქმე №ას-137-830-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.10.2003
- საქმე №3გ/ად-161-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.09.2003
- საქმე №ას-81-779-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2003
- საქმე №3გ-ად-379-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2003
- საქმე №3კ/337-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2003
- საქმე №3კ/1239-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.03.2003
- საქმე №3კ/355-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2003
- საქმე №3კ/1110-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2003
- საქმე №3გ-ად-218-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.11.2002
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 84-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება