1. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
2. თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო.
3. იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1022)
- საქმე №ას-139-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.07.2026
ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე ( სსკ-ის 144.1-ე მუხლი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
- საქმე №ას-1597-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.06.2026
სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 130-ე, მუხლზე, 144-ე მუხლის პირველი ნაწილზე, სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია და განმარტა, რომ კრედიტის დაფარვის ვადა მოიცავდა 2021 წლის 16 ივლისიდან 2022 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს.
- საქმე №ას-200-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2026
…ვადა შეადგენს ათ წელს. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს. 18.5. სსკ 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
- საქმე №ას-236-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2026
…291-ე მუხლის პირველი ნაწილისა (თუ უძრავი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, მას მაინც შეუძლია იპოთეკარს წაუყენოს ის შესაგებელი, რომლის უფლებაც მხოლოდ პირად მოვალეს აქვს) და ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის (ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე) დანაწესებიდან გამომდინარეობს.
- საქმე №ას-405-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2026
კერძოდ, სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
- საქმე №ას-1285-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2026
- საქმე №ას-1397-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
- საქმე №ას-74-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.02.2026
- საქმე №ას-1353-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2026
- საქმე №ას-1019-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2026
- საქმე №ას-275-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2026
- საქმე №ას-659-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2026
- საქმე №ას-171-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
- საქმე №ას-740-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.01.2026
- საქმე №ას-948-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2025
- საქმე №ას-1434-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2025
- საქმე №ას-1125-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2025
- საქმე №ას-1047-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
- საქმე №ას-1115-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
- საქმე №ას-973-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
- საქმე №ას-1147-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
- საქმე №ას-359-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
- საქმე №ას-1144-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.11.2025
- საქმე №ას-604-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2025
- საქმე №ას-1060-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
- საქმე №ას-210-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2025
- საქმე №ას-1138-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2025
- საქმე №ას-130-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2025
- საქმე №ას-459-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2025
- საქმე №ბს-1285(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.06.2025
- საქმე №ას-1267-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2025
- საქმე №ას-636-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2025
- საქმე №ას-1062-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2025
- საქმე №ას-16-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2025
- საქმე №ას-877-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2025
- საქმე №ბს-116(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2025
- საქმე №ას-1134-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2025
- საქმე №ას-229-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2025
- საქმე №ას-131-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.01.2025
- საქმე №ას-827-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.12.2024
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 1022-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება