1. დაქორწინება არ დაიშვება:
ა) იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან;
ბ) პირდაპირ აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავებს შორის;
გ) ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის;
დ) მშვილებელსა და ნაშვილებს შორის;
ე) იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი მხარდაჭერის მიმღებია და რომლებსაც არ დაუდიათ ამ კოდექსის 1172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქორწინო ხელშეკრულება;
ვ) ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის (კერძოდ, მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული ერთი და იმავე სქესის) წარმომადგენლებს შორის.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ", „გ", „დ“ ქვეპუნქტები გამოიყენება მაშინაც, როცა ნათესაური ურთიერთობა მოიშალა გაშვილების შედეგად.
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4/532,533 – ვებგვერდი, 28.10.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4438 – ვებგვერდი, 03.10.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.09.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 17.09.2024 კანონი №4438
- 20.03.2015 კანონი №3339
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(33)
- საქმე №ას-558-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2026
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად განმარტეს ქორწინების დამაბრკოლებელი ნორმის შინაარსი ( სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) და სწორად იხელმძღვანელეს ამავე კოდექსის 1140-ე მუხლით (ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად, თუ…
- საქმე №ას-1354-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2024
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1140-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად, თუ დარღვეულია 1107-ე, 1108-ე და 1120-ე მუხლებით დაწესებული პირობები და, თუ ქორწინების რეგისტრაცია მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას (ფიქციური ქორწინება).
- საქმე №ას-1025-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2022
…მასსა და მხარდაჭერის მიმღებს შორის სამოქალაქო ქორწინების არსებობის შესახებ. სასამართლო გონდაკარგული ადამიანის არჩევანის გარეშე ენდობა არაუფლებამოსილ პირს, რომელიც არ არის ცოლი, არც ნათესავი და უნდობლობას უცხადებს ბიოლოგიურ დედას. სსკ-ის 1120-ე მუხლის თანახმად, დაქორწინება არ დაიშვება იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი მხარდაჭერის მიმღებია და რომლებსაც არ დაუდიათ ამ კოდექსის 1172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქორწინო ხელშეკრულება.
- საქმე №ას-1760-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.02.2022
შესაბამისად, ზემოაღნიშნული განსხვავება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კანონით განსაზღვრულ მიზნებს ემსახურება. 24. სააპელაციო პალატის განმარტებით, ქორწინების რეგისტრაციას ზნეობრივი ნორმების დაცვის მნიშვნელოვანი ფუნქციაც აკისრია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაქორწინება არ დაიშვება: ა. იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან;
- საქმე №ას-392-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2021
…ე.ი. ნეგატიური ფორმით დადგენილი განსხვავება გამოიწვიოს. ამის შესაბამისად, ქორწინების რეგისტრაცია მეუღლეთა ნების დასადგენად, მათ უფლება-მოვალეობათა განსასაზღვრად და ურთიერთობათა მოსაწესრიგებლად ძალზედ მნიშვნელოვანია. 46. სსკ-ის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაქორწინება არ დაიშვება: ა. იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან;
- საქმე №ას-915-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2021
- საქმე №ას-849-815-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.01.2017
- საქმე №ას-195-186-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2016
- საქმე №ბს-635-610(კს-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.03.2014
- საქმე №ას-564-535-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.10.2013
- საქმე №ას-740-797-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.06.2011
- საქმე №ას-427-818-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2006
- საქმე №ას-1058-1331-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.03.2005
- საქმე №3კ/628-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.06.2003
- საქმე №3კ/491-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2003
- საქმე №3კ/907-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2002
- საქმე №3კ/793 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.01.2001
- საქმე №240210019002463165 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 30.10.2019
- საქმე №330210115001200615 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.04.2019
- საქმე №010210016001403979 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 26.09.2018
- საქმე №160210019003121287 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 23.12.2019
- საქმე №330210019003067178 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.12.2019
- საქმე №060210017002204833 · სამტრედიის რაიონული სასამართლო · 16.10.2019
- საქმე №100310019003089334 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 30.09.2019
- საქმე №190224018002720189 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 30.07.2019
- საქმე №200210012155085 · თელავის რაიონული სასამართლო · 06.06.2019
- საქმე №080210017002119140 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 19.04.2019
- საქმე №330210018002567499 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.02.2019
- საქმე №080310017002215145 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 11.02.2019
- საქმე №080310018002380565 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 04.09.2018
- საქმე №080310017001946023 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 04.09.2018
- საქმე №100210018002470510 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 09.08.2018
- საქმე №010210017001924474 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 11.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება