1. როცა მეუღლენი არ არიან შეთანხმებული განქორწინების შემდეგ შვილების საცხოვრებელ ადგილსა და მათ სარჩენად გადასახდელ სახსრებზე, სასამართლო მოვალეა განქორწინებასთან ერთად განსაზღვროს ისიც, თუ რომელი შვილი რომელ მშობელთან დარჩეს და რომელ მშობელს რა ოდენობით უნდა გადახდეს სარჩო (ალიმენტი).
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჭიროებისამებრ, საქმეში მონაწილეობის მისაღებად ჩაბმულ უნდა იქნეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგან
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(13)
- საქმე №ას-927-870-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.09.2012
ჟ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: ოჯახური დავის სპეციფიკიდან და შვილების ინტერესებიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 1128-ე მუხლი სასამართლოს აკისრებს საქმის განხილვის დაწყებამდე და პროცესის მიმდინარეობისას დაინტერესდეს, არსებობს თუ არა მეუღლეთა შორის შეთანხმება შვილების საცხოვრებელი ადგილისა და ალიმენტის თაობაზე, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში საუთარ თავზე აიღოს ზემოხსენებული საკითხების დარეგულირების ფუნქცია.
- საქმე №ას-211-204-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.07.2012
სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1124-ე მუხლის მეხუთე ნაწილის, 1128-ე მუხლის პირველი ნაწილის, 1197-ე, 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის, 1201-ე მუხლის, 1199-ე, 1202-ე მუხლების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და
- საქმე №ას-904-944-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.10.2011
გ-ის სახლში ბავშვის ნორმალურად აღზრდის პირობები შექმნილი არ არის, ამიტომ ბავშვების საცხოვრებელ ადგილად, სამოქალაქო კოდექსის 1128-ე მუხლიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს დედის, თ. ხ-ას საცხოვრებელი ადგილი. ზ. გ-ემ სარჩელი არ ცნო და ითხოვა მხარეთა შესარიგებლად გარკვეული ვადის განსაზღვრა, ამასთანავე განმარტა, რომ მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილზე ბავშვების ცხოვრება საზიანო იქნება მათი ჯანმრთელობისთვის, რის გამოც თ.
- საქმე №ას-550-520-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.06.2011
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე, 1128-ე, 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1201-ე, 1202-ე მუხლებით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.
- საქმე №ას-1214-1065-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.02.2011
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1214-ე, 1128-ე, 1202-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ ბ.ს-ძისათვის 150 ლარის ალიმენტის სახით დაკისრება არაგონივრულია, რადგან მხარის ხელფასი შეადგენს 250 ლარს და იგი თანახმაა, გადაიხადოს ყოველთვიურად 50 ლარი.
- საქმე №ას-116-453-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2005
- საქმე №3კ/448-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.06.2001
- საქმე №010210018002042638 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 25.02.2019
- საქმე №330210018002695286 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 04.12.2018
- საქმე №330210018002594269 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 03.10.2018
- საქმე №330210018002613828 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.09.2018
- საქმე №330210018002354907 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.09.2018
- საქმე №330210018002480124 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება