1. მეუღლეების ან ერთ-ერთი მათგანის თხოვნით, სასამართლო ვალდებულია განქორწინების საქმის გადაწყვეტასთან ერთად განიხილოს იმ ქონების გაყოფის საკითხი, რომელიც წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.
2. თუ ასეთი გაყოფა ეხება მესამე პირის უფლებებს, დავა ქონების გაყოფის შესახებ არ შეიძლება გადაწყდეს განქორწინების საქმესთან ერთა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-10-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2024
კასატორი მიუთითებს, სსკ-ს 1130-ე მუხლზე და არ ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას საქმეების გაერთიანებაზე უარის თქმის თაობაზე.
- საქმე №ას-650-616-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2017
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 1130-ე მუხლით დადგენილია: „სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს, ასევე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მოქმედებს მხოლოდ კრედიტორისა და მოვალის სიცოცხლეში და წყდება მათი სიკვდილით“.
- საქმე №ას-927-870-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.09.2012
სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1130-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სამოქალაქო კოდექსის 1130-ე მუხლის მიხედვით, იმისათვის, რომ წარმოიშვას სასამართლოს ვალდებულება…
- საქმე №3კ/381-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2001
ყ-იანის მიმართ და სამოქალაქო კოდექსის 1130-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვა ყოფილ მეუღლესთან ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი საცხოვრებელი ბინების გაყოფა შემდეგნაირად: ქ.
- საქმე №330210018002311730 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.10.2019
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მამკვიდრებლის პირადი ხასიათის ქონებრივი უფლებაა სამოქალაქო კოდექსის 1130-ე მუხლიდან გამომდინარე და იგი არ შედის სამკვიდრო ქონებაში, შესაბამისად კრედიტორის დაკმაყოფილების ვალდებულება არ გადადის მემკვიდრეზე.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება