1. იმ პირთან ქორწინება, რომელსაც საქორწინო ასაკისათვის არ მიუღწევია და არც საქორწინო ასაკი ჰქონია შემცირებული, შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად, თუ ამას მოითხოვს იმ მეუღლის ინტერესები, რომელიც დაქორწინდა საქორწინო ასაკის მიღწევამდე.
2. ამ საფუძვლით ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვს არასრულწლოვან მეუღლეს, მის მშობლებს ან მეურვეს (მზრუნველს), აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
3. თუ საქმის განხილვის მომენტისათვის არასრულწლოვანმა მეუღლემ საქორწინო ასაკს მიაღწია ან ორსულადაა, მაშინ ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად მხოლოდ მისი მოთხოვნი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-1183-1112-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2013
სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 128- 129 და 1142-ე მუხლების მოთხოვნები მოწინააღმდეგე მხარის მიმართ და დაარღვია ხანდაზმულობის ვადები. გაურკვეველი მიზეზით ფლობის ფაქტის საფუძველზე საკუთრების უფლებით მიეკუთვნა ბ-ს სადავო ფართის სახლის 2/18 წილი ისე, რომ არ იყო გაუქმებული დედის, ს.
- საქმე №330210016001617900 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 15.04.2019
რუსეთის ფედერაციის ქალაქ ასტრახანში, 2019 წლის 14 მარტს რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კოდექსის 1142-ე მუხლის საფუძველზე თ-------------------ის მემკვიდრეებზე: მეუღლეზე ლ--------------ზე, შვილებზე უ-------------ზე და ლ---–----------ზე გაიცა…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება