1. ბათილად ცნობილი ქორწინება ბათილად ითვლება ქორწინების რეგისტრაციის დღიდან და არ წარმოშობს მეუღლეთა უფლებებსა და მოვალეობებს.
2. იმ პირთა ქონებრივი ურთიერთობები, რომელთა ქორწინებაც ბათილად იქნა ცნობილი, წესრიგდება საერთო საკუთრების შესახებ ამ კოდექსით დადგენილი წესით.
3. ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს უფლება აქვს, იმ მეუღლეს, რომელმაც არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ (კეთილსინდისიერი მეუღლე), მიაკუთვნოს მეორე მეუღლისაგან სარჩოს მიღების უფლება 1182-ე და 1186-ე მუხლების მიხედვით, ხოლო ქორწინების ბათილად ცნობამდე შეძენილი ქონების გაყოფისას გამოიყენოს 1158-ე და 1171-ე მუხლებით გათვალისწინებული წესები.
4. ქორწინების ბათილად ცნობა არ ხელყოფს ასეთი ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვთა უფლებებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(12)
- საქმე №ას-1354-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2024
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ, მართალია, მართებულად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1146-ე მუხლი, თუმცა არასწორად განმარტა იგი. სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას ვერ მოიპოვებდა მოპასუხე მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელესა და ტ.ზ–ძეს (შემდგომში მამკვიდრებელი) შორის არსებული ქორწინება ბათილია.
- საქმე №ას-1147-1093-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.12.2014
სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 1146-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ პირთა ქონებრივი ურთიერთობები, რომელთა ქორწინებაც ბათილად იქნა ცნობილი, წესრიგდება საერთო საკუთრების შესახებ ამ კოდექსით დადგენილი წესით.
- საქმე №ას-376-625-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.10.2008
სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა სამოქალაქო კოდექსის 1145-ე, 1146-ე და 173-ე მუხლებზე (ს.ფ. 1-3; 50-51). მოპასუხე ც. გ-მა ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ცნო, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნები უსაფუძვლოდ მიიჩნია.
- საქმე №ას-427-818-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2006
კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ამავე კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, სკ-ის 1120-ე მუხლი, 1143-ე პირველი და 1146-ე მუხლის I ნაწილის მუხლები. სასამართლომ დაარღვია სსკ-ის მე-5 მუხლი, რომლის თანახმად, მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე.
- საქმე №ბს-402-525-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.03.2004
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სკ-ის 1146-ე მუხლის თანახმად, ბათილად ცნობილი ქორწინება ბათილად ითვლება რეგისტრაციის მომენტიდან და არ წარმოშობს მეუღლეთა შორის უფლება-მოვალეობებს.
- საქმე №3კ/610-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2002
- საქმე №240210019002463165 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 30.10.2019
- საქმე №330210115001200615 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.04.2019
- საქმე №330210016001653802 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.07.2018
- საქმე №060210017002204833 · სამტრედიის რაიონული სასამართლო · 16.10.2019
- საქმე №330210018002325587 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.02.2019
- საქმე №060210017002199977 · სამტრედიის რაიონული სასამართლო · 23.04.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება