1. ქორწინება, რომელიც მოხდა ისე, რომ მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას, შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად.
2. ფიქციური ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, ხოლო თუ ერთ-ერთი მეუღლე დაქორწინდა ისე, რომ მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას, ასეთი სარჩელის აღძვრა მეორე მეუღლესაც შეუძლია.
3. ქორწინება არ შეიძლება ცნობილ იქნეს ფიქციურად, თუ რეგისტრირებულ პირებს სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე ფაქტობრივად უკვე შექმნილი აქვთ ოჯახი.
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №179 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.79
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2626 - სსმ I, №3, 16.01.2006წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ას-570-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2023
კერძოდ, სსკ 1145-ე მუხლის თანახმად, ქორწინება, რომელიც მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას, შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად (ფიქციური ქორწინება).
- საქმე №ბს-589-589(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2019
სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებისას ქორწინება მიიჩნია ფიქციურად, თუმცა არ გაითვალისწინა სამოქალაქო კოდექსის 1145-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად ფიქციური ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვს სერვისების განვითარების სააგენტოს ან დაქორწინებულ მხარეს, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, მოსარჩელე არის ა.
- საქმე №ას-376-625-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.10.2008
სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა სამოქალაქო კოდექსის 1145-ე, 1146-ე და 173-ე მუხლებზე (ს.ფ. 1-3; 50-51). მოპასუხე ც. გ-მა ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ცნო, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნები უსაფუძვლოდ მიიჩნია.
- საქმე №ას-1088-1323-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.04.2005
სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა სკ-ის 1140-ე, 1145-ე, 1342-ე, 1483-ე, 1477-ე, 1452-ე, 1469-ე, 1218-ე და 1310-ე მუხლები. სააპელაციო პალატის
- საქმე №3კ/491-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2003
…თანახმად ბათილად შეიძლება იქნეს ცნობილი თუ დაირღვა 1107-ე, 1108-ე და 1120-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. გ. დ-ის ქმედუუნარობის შესახებ მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია. სკ-ს 1145-ე მუხლის თანახმად სარჩელი მეორე მეუღლის ან მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოს არ მოუთხოვია.
- საქმე №3კ/793 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.01.2001
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება