1. განქორწინების ან ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილებით სასამართლო, თუ ამას მოითხოვენ მხარეები თავიანთი განცხადებით, გადაწყვეტს:
ა) ქორწინებაში დაბადებულ ბავშვზე მშობელთა საერთო ზრუნვის საკითხს;
ბ) ერთ-ერთი მშობლის ქორწინებაში დაბადებულ ბავშვთან ურთიერთობის მოწესრიგების საკითხს;
გ) ბავშვის ერთ-ერთი მშობლისათვის გადაცემის საკითხს;
დ) ქორწინებაში დაბადებული ბავშვისათვის მატერიალური დახმარების გაწევის (რჩენის) საკითხს;
ე) მეუღლეთა ურთიერთრჩენის საკითხს.
2. განქორწინების ან ქორწინების ბათილად ცნობისა და მათი შედეგების შესახებ სასამართლოს გამოაქვს ერთიანი გადაწყვეტილება. თუ სასამართლო ცალკე გამოყოფს ქორწინების საქმეებიდან გამომდინარე სხვა საქმეებს, მაშინ მას ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებში მითითებულ საკითხებზე გამოაქვს განჩინება. ასეთი განჩინების მიმართ დასაშვებია კერძო საჩივრის შეტანა.
თავი XLIV
(ამოღებულია)
საქართველოს 1999 წლის 10 დეკემბრის კანონი №70 – სსმ I, №48(55), 16.12.1999 წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(28)
- საქმე №ას-1507-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2025
ზემომითითებული საკითხი სსსკ-ის 356.3 მუხლითაა მოწესრიგებული, რომლის შინაარი შემდეგია: თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ქონებას მოსამართლე უკანონოდ ცნობს, თუ საქმის…
- საქმე №ას-235-227-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2012
სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 356-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ სტანდარტებთან და ევროსასამართლოს მიერ…
- საქმე №ბს-1036-990(გ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.12.2007
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის მომენტში მოქმედი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 356-ე მუხლით იმპერატიულად იყო განსაზღვრული სააღსრულებო ფურცლის რეკვიზიტები.
- საქმე №3გ-ად-223-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.05.2002
კერძოდ, სააღსრულებო ბიუროს უფლება არ ჰქონდა, სააღსრულებო წარმოება დაეწყო საგარეჯოს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, რითაც დაარღვია იმ დროს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე, 354-ე და 356-ე მუხლების მოთხოვნები. სარჩელში აღნიშნული იყო, რომ სააღსრულებო ბიურო ვალდებული იყო, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ხუთი დღის ვადაში სს «გ.-ისათვის» მიეცა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.
- საქმე №ას-241-228-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
სასამართლოს ცალკე წარმოებად უნდა გამოეყო განქორწინების საქმე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 356-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე. 9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 თებერვლის განჩინებით დავაზე საქმის წარმოება შეჩერდა მოწინააღმდეგე მხარის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, 6 თვის ვადით – 2015 წლის 10 აგვისტომდე.
- საქმე №010210018001872378 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 31.05.2019
- საქმე №010210018002042638 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 25.02.2019
- საქმე №130210019003180375 · ხაშურის რაიონული სასამართლო · 02.03.2020
- საქმე №120210020003444409 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 20.02.2020
- საქმე №231210019003191915 · ბორჯომის მაგისტრატი სასამართლო · 19.02.2020
- საქმე №120210019003280481 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 08.01.2020
- საქმე №010210018002484762 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 28.06.2019
- საქმე №010210018002424031 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 05.12.2018
- საქმე №240210017001673199 · სენაკის რაიონული სასამართლო · 22.10.2018
- საქმე №240210016001573310 · სენაკის რაიონული სასამართლო · 16.10.2018
- საქმე №130210018002588442 · ხაშურის რაიონული სასამართლო · 26.09.2018
- საქმე №010210017002230764 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 24.09.2018
- საქმე №010210017001872378 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 03.09.2018
- საქმე №010210017002028341 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 20.08.2018
- საქმე №010210017002233738 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 04.08.2018
- საქმე №010210017001759108 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 22.07.2018
- საქმე №010210017002042638 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 03.07.2018
- საქმე №010210017001796798 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 19.06.2018
- საქმე №010210017002132312 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 13.06.2018
- საქმე №240210016001626255 · სენაკის რაიონული სასამართლო · 11.06.2018
- საქმე №240210016001653880 · სენაკის რაიონული სასამართლო · 07.06.2018
- საქმე №240210016001491194 · სენაკის რაიონული სასამართლო · 07.06.2018
- საქმე №211210018002342390 · ხულოს მაგისტრატი სასამართლო · 28.05.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება