1. ქორწინების შეწყვეტა ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელიც გამოიყენება ქორწინების ზოგადი შედეგების მიმართ.
2. როდესაც უცხო ქვეყნის სამართლის მიხედვით განქორწინება შეუძლებელია, იგი შეიძლება განხორციელდეს საქართველოს სამართლის შესაბამისად, თუ განქორწინების მსურველი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-489-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
…განსახილველ საქმესთან მიმართებით საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციაზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.4 მუხლზე, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8, 10.ა, მე-12, 45-ე, 47.1 მუხლებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოდავე მხარეები არიან ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები და ქორწინება რეგისტრირებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს აქტებისა და ქონების აღრიცხვის სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ.
- საქმე №330210018002535887 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.01.2019
…ან ქორწინების უკანასკნელ მომენტში განეკუთნებოდა; ბ) სადაც ორივე მეუღლეს ცალ-ცალკე აქვს ან ქორწინების უკანასკნელ მომენტში ჰქონდა ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი; გ) რომელთანაც მეუღლეები ერთობლივად ყველაზე მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. ამავე კანონის 47-ე მუხლის თანახმად კი, ქორწინების შეწყვეტა ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელიც გამოიყენება ქორწინების ზოგადი შედეგების მიმართ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება