თავი VI — ვალდებულებითი სამართალი. სახელშეკრულებო და კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები
1. სხვისი საქმის შესრულებასთან დაკავშირებული პრეტენზიები წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც ეს მოქმედება განხორციელდა.
2. საზღვაო კატასტროფისას დახმარების გაწევიდან წარმოშობილი პრეტენზიების მიმართ გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, რომლის ალმითაც დაცურავს გემი და რომელსაც ეს დახმარება ესაჭიროება.
3. სხვისი ვალდებულებების დაფარვიდან წარმოშობილი პრეტენზიების მიმართ გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს ამ ვალდებულებების მიმარ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ა-1898-შ-66-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.06.2026
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, საქართველოს რესპუბლიკასა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულების მე-40, 43-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. ა.კ–ის შუამდგომლობა უკრაინის ტერნოპოლის ოლქის ზბოროვის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება