თავი VI — ვალდებულებითი სამართალი. სახელშეკრულებო და კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები
1. თუ მხარეებს არ აურჩევიათ რომელიმე ქვეყნის სამართალი, ხელშეკრულება დაექვემდებარება მასთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ქვეყნის სამართალს. ივარაუდება, რომ ხელშეკრულება ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული იმ ქვეყანასთან, სადაც მხარეს, რომელსაც დამახასიათებელი სახელშეკრულებო ვალდებულება უნდა შეესრულებინა, ხელშეკრულების დადებისას ჰქონდა ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან ადმინისტრაციის რეზიდენცია.
2. თუ ხელშეკრულების საგანია მიწის ნაკვეთზე უფლება ან მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება, ივარაუდება, რომ ხელშეკრულება ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული იმ ქვეყანასთან, სადაც არის მიწის ნაკვეთი.
3. ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებისას ივარაუდება, რომ იგი ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული იმ ქვეყანასთან, სადაც ხელშეკრულების დადებისას გადამზიდველს აქვს ადმინისტრაციის ძირითადი ადგილსამყოფელი, თუ ამავე ქვეყანაშია დატვირთვის, გადმოტვირთვის ან გამგზავნის ძირითადი ადგილსამყოფელი. სხვა შემთხვევებში მოქმედებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობები.
4. დაზღვევის ხელშეკრულებისას ივარაუდება, რომ იგი ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული იმ ქვეყანასთან, სადაც დასაზღვევი რისკის ძირითადი ნაწილი არსებობ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ას-493-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2021
…შემთხვევაში, სადავოა სესხის ზეპირი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულება, რომელსაც საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აქვს, შესაბამისად, დავა სპეციალური კანონის მე-8, 35-ე და 36-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ უნდა გადაწყდეს.
- საქმე №ას-287-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.09.2020
აღნიშნული დოქტრინა ასახულია ამავე კანონის 36-ე მუხლის მე-2 წინადადებაშიც, რომლის თანახმად, ივარაუდება, რომ ხელშეკრულება ყველაზე მჭიროდაა დაკავშირებული იმ ქვეყანასთან, სადაც მხარეს, რომელსაც დამახასიათებელი სახელშეკრულებო ვალდებულება უნდა შეესრულებინა, ხელშეკრულების დადებისას ჰქონდა ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან ადმინისტრაციის რეზიდენცია.
- საქმე №ას-1597-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.01.2019
…განსჯადი არ არის, ვინაიდან მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარე, ის ინგლისის სასამართლოების მიერ, ინგლისური სამართლის შესაბამისად უნდა განხილულიყო. 20. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 35.1 და 36.1 მუხლების მიხედვით, სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, კერძოდ, ხელშეკრულებათა განმარტება, შესრულება, შეწყვეტა, აგრეთვე,…
- საქმე №ას-667-667-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.06.2018
…განმარტება, შესრულება, შეწყვეტა, აგრეთვე ბათილობის შედეგები, ვალდებულებათა დარღვევა, წინასახელშეკრულებო და ხელშეკრულების შემდგომი ვალდებულებების დარღვევის ჩათვლით, წესრიგდება მხარეების მიერ არჩეული ქვეყნის სამართლით“. ამავე კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „თუ მხარეებს არ აურჩევიათ რომელიმე ქვეყნის სამართალი, ხელშეკრულება დაექვემდებარება მასთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ქვეყნის სამართალს.
- საქმე №ას-209-196-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2015
აღნიშნული დოქტრინა ასახულია ამავე კანონის 36-ე მუხლის მე-2 წინადადებაშიც, რომლის თანახმად, ივარაუდება, რომ ხელშეკრულება ყველაზე მჭიროდაა დაკავშირებული იმ ქვეყანასთან, სადაც მხარეს, რომელსაც დამახასიათებელი სახელშეკრულებო ვალდებულება უნდა შეესრულებინა, ხელშეკრულების დადებისას ჰქონდა ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან ადმინისტრაციის რეზიდენცია.
- საქმე №ბს-138-132(4კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.06.2010
- საქმე №330210015001116344 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 28.06.2018
- საქმე №190210018002354091 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 10.10.2019
- საქმე №330210018002464016 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.03.2019
- საქმე №330210014426193 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება