თავი VI — ვალდებულებითი სამართალი. სახელშეკრულებო და კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები
1. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ექვემდებარება:
ა) დაზარალებულისათვის უფრო ხელსაყრელი ქვეყნის სამართალს;
ბ) იმ ქვეყნის სამართალს, სადაც ადგილი ჰქონდა იმ მოქმედებას ან გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას;
გ) იმ ქვეყნის სამართალს, სადაც სამართლით დაცულ ინტერესს ზიანი მიადგა.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სამართლის ნაცვლად გამოიყენება:
ა) იმ ქვეყნის სამართალი, სადაც ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს და დაზარალებულს ზიანის მიყენებისას ჰქონდათ ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი;
ბ) არაკეთილსინდისიერ კონკურენციასთან დაკავშირებული მოთხოვნებისათვის იმ ქვეყნის სამართალი, რომლის ბაზარზეც ასეთი კონკურენცია გავლენას ახდენს, თუ ეს კონკურენცია არ შემოიფარგლება ბაზრის ცალკეულ მონაწილეთა ინტერესებისათვის სრული ან ნაწილობრივი ზიანის მიყენებით.
3. დაზარალებულს შეუძლია თავისი პრეტენზია წარუდგინოს უშუალოდ პასუხისმგებლობის დამზღვევს, თუ ამას ითვალისწინებს იმ ქვეყნის სამართალი, რომელიც გამოიყენება ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობის მიმართ, ან იმ ქვეყნის სამართალი, რომელსაც დაზღვევის ხელშეკრულება ექვემდებარებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ა-2120-შ-51-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.03.2025
ამავე ხელშეკრულების 41-ე მუხლის პირველი პუნქტით, გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ნებართვაზე შუამდგომლობათა განხილვა შედის ხელშეკრულების მონაწილე მხარის სასამართლოთა კომპეტენციაში, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს აღსრულება, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აღსრულების წესი რეგულირდება ხელშეკრულების მონაწილე მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს აღსრულება.
- საქმე №ა-4687-შ-141-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2022
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-10, მე-18, 69-ე, 71-ე მუხლებით, „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ 1996 წლის 08 მარტის ორმხრივი ხელშეკრულების 42-ე, 43-ე, 44-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. შ.პ.ს. „ს.ა.ს.კ–ა“-ს შუამდგომლობა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს კომერციული სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (საქმე №ე-2-2(113)-1407/2020) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, დაკმაყოფილდეს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება